"ბრივის" გადამწყვეტი ბრძოლა

AutoSharing Option
დღეს "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების ჯგუფური ტურნირის ბოლო ტურის ორი შეხვედრა გაიმართება.

E ჯგუფში გათამაშების ლიდერი დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივი", რომელსაც 23 ქულა აქვს, სტუმრად ეთამაშება უშუალო კონკურენტს, ინგლისურ "სეილ შარქსს". ჩვენებურთა გუნდი მეტოქეს მხოლოდ სამი ქულით უსწრებს და პლეი ოფში გასასვლელად ხელს ფრეც აძლევს.

"სეილ შარქსის" მწვრთნელმა ტონი ჰენქსმა ერთი კვირის წინ ესპანურ "ლა ვილასთან" გამართული მატჩის შემდეგ 13 მორაგბე შეცვალა.

"გუნდი მოუთმენლად ელის ამ მატჩს. "ლა ვილასთან" შეხვედრაში, რომელიც 69:10 მოვიგეთ, ექსპერიმენტები ჩავატარეთ, რასაც,
ალბათ, "ბრივთან" მატჩშიც გამოვიყენებთ. "ბრივი" შესანიშნავი გუნდია და, ვფიქრობთ, მძიმე ბრძოლა გველის" - თქვა მან.

ქართველი მორაგბეებიდან ხინჩაგიშვილი და ნატრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში არიან, კაკოვინი განაცხადში არ არის.

ამავე ჯგუფში, ბექა შეყლაშვილის "აჟენი" შინ ეთამაშება ესპანურ "ლა ვილას". მატჩის შედეგს სატურნირო მნიშვნელობა არ აქვს. შეყლაშვილი სათადარიგოთა შორისაა.

E ჯგუფი
აჟენი-ლა ვილა. სეილ შარქსი-ბრივი
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრივი - 23 ქულა, 2. სეილ შარქსი - 20, 3. აჟენი - 5, 4. ლა ვილა - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული