პიტერ დე ვილიერსი ბოსებს აკრიტიკებს

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პიტერ დე ვილიერსი ამ ქვეყნის რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს აკრიტიკებს.

ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, დე ვილიერსი თანამდებობაზე იანვრის ბოლომდე დატოვეს.

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი ეროვნული გუნდისთვის ახალ მწვრთნელს ეძებს. კანდიდატთა შორის თვითონ დე ვილიერსიცაა, თუმცა ყველაზე მეტი შანსი მაინც ჰეინკე მეიერს და გარეთ სმოლს აქვთ.

დე ვილიერსის უკმაყოფილება კი სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ორჭოფობამ გამოიწვია. მას მიაჩნია, რომ ახალი მწვრთნელი ჯერ კიდევ დეკემბერში უნდა დაენიშნათ.

"სამხრეთ აფრიკის ნაკრებს პირველი მატჩები ივნისში ელის.
"ბოკე" სამჯერ შეხვდება ინგლისის ნაკრებს, ეს იოლი გასეირნება არ იქნება, ახალ მწვრთნელს, რომელსაც ასე გვიან დანიშნავენ, დრო არ ექნება გუნდი სერიოზულად მოამზადოს.

გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დეკემბერში უნდა მიეღოთ, რადგან ხელს არაფერი უშლიდათ." - თქვა პიტერ დე ვილიერსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული