უკრაინამ საბრძოლო რაზმი დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში პირველ შეხვედრას სტუმრად, დენპროპეტროვსკში 4 თებერვალს უკრაინის ნაკრებთან გამართავს.

უკრაინელები, რომლებსაც ქართველი მწვრთნელი ზაზა ლეჟავა თავკაცობს, "ბორჯღალოსნებს" სტადიონ "მეტეორზე" უმასპინძლებენ.

ლეჟავამ უკვე დაასახელა იმ 24 მორაგბის ვინაობა, ვინც, სავარაუდოდ საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება. მათ შორის ერთი ქართველია - ცხრა ნომერი ზურაბ კიკაჩეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მის გარდა უკრაინელთა ღირსებას კიდევ ორი, ჯაბა მალაღურაძე და გიორგი გეგიძე იცავენ.

უკრაინის ნაკრები გათამაშების აუტსაიდერია. შარშანდელ სეზონში მათ ხუთი თამაშიდან ხუთივე ისე წააგეს პრემიალური ქულის აღებაც ვერ შეძლეს. საქართევლოს
ეროვნული გუნდი უკრაინელებს ზუსტად ერთი წლის წინათ თბილისში, "ლოკომოტივის" სტადიონზე შეხვდა და დიდი ანგარიშით მოუგო - 62:3.

უკრაინელებმა, ერთა თასის გათამაშებაში ადგილი რომ შეინარჩუნონ, მინიმუმ ორი შეხვედრა უნდა მოიგონ, თანაც ორივეში პრემიალური ქულები უნდა მიითვალონ, ანუ მატჩში ოთხი და მეტი ლელო უნდა გაიტანონ, რაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ უტოპია უფროა, ვიდრე ფანტასტიკა. ასე რომ, ზაზა ლეჟავას გუნდი გასავარდნადაა განწირული, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იოლად არაფერს დათმობენ და ყველანაირად ეცდებიან მიზანს მაღწიონ.

შეგახსნებეთ, რომ ერთა თასის გათამაშებაში ორი წლის ჯამში ბოლო ადგილზე გასული, მომავალ წელს, როდესაც 2015 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირი დაიწყება, ქვედა დივიზიონში გამარჯვებულს დაუთმობს ადგილს. იქ კი წარმატების ყველაზე კარგი შანსი ბელგიის ნაკრებს აქვს.

უკრაინის ნაკრები
უკანა ხაზი: სერგეი სუხიხი, მიკოლა კირსანოვი, ევგენი ჩაიკა, ვიაჩესლავ კრასილნიკი, რუსლან რადჩუკი, ოლექსანდრ ლომაკინი, დმიტრო ფედიშინი, ოლექსანდრ ცაპენკო, ზურაბ კიკაჩეიშვილი, სერგეი ცერკოვნი.
შერკინება: ოლეგ კოსარევი, დენის მასიუკოვი, სეგეი გარკავი, სერგეი მონასტირიოვი, ვიაჩესლავ პონომარენკო, ვიტალი კრამარენკო, ოლექსანდრ პოლიანსკი, ედუარდ ვერტილეცკი, დენის მილოვი, იური პიდგანიაკი, მაქსიმ კრავჩენკო, მიკოლა დელიერგიევი, ტარას მარჩენკო, არტემ ლულიკი.

სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო - 22 ქულა, 2. რუმინეთი - 16, 3. პორტუგალია - 14, 4. რუსეთი - 11, 5. ესპანეთი - 10, 6. უკრაინა - 0.

ერთა თასი
4 თებერვალი
უკრაინა-საქართველო

11 თებერვალი
ესპანეთი-საქართველო

25 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია

10 მარტი
რუმინეთი-საქართველო

17 მარტი
საქართველო-რუსეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული