ირაკლი კანტიძე რუსეთის ნაკრებში

AutoSharing Option
ევროპის ერთა თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქის, რუსეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უელსელმა კინგსლი ჯოუნზმა გადაწყვიტა 26-28 იანვარს ახალგაზრდა მორაგბეებს, ვინც ეროვნული ნაკრების კარიბჭესთან დგანან, მოსკოვში, რაგბის აკადემიაში საწვრთნელი შეკრება მოუწყოს.

ჯოუნზს განზრახული აქვს გუნდის უახლოესი რეზერვი კარგად გაიცნოს და შეისწავლოს.

სულ შეკრებაზე 20 მორაგბეა გამოძახებული, მათ შორისაა ქართული წარმოშობის შერკინების ბურჯი, 1991 წელს დაბადებული ირაკლი კანტიძე, რომელიც დღესდღეობით მოსკოვის "სპარტაკის" ღირსებას იცავს, რომლის თავკაციც ცნობილი ქართველი მწვრთნელი დუგლას კავთელაშვილია.

აღსანიშნავია, რომ კინგსლი ჟოუნზი ერთადერთი უცხოელი არ არის, ვინც რუსეთის
ნაკრებთან მუშაობს. გუნდის დაცვის მწვრთნელია ტონგელი სიუა ტაუმალოლო, ფიზმომზადებას უელსელი პოლ პუკი ხელმძღვანელობს, ვიდეოანალიზის სპეციალისტი კი ასევე უელსელი ჰიუ უილტშირია.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" რუსეთის ეროვნულ გუნდს თბილისში 17 მარტს დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მგონი ირაკლი რომელზეც თქვენ ლაპრაკობთ კანტიძე კი არა კვანტიძეა:)) ზუსტად ნამდვილად არ ვიცი მაგრამ მგონი ასეაა:))
0
ირაკლი კანტიძე კია არა კვანტიძეა
ekusia
23:23 18-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული