"ბლუ ბულზი" ჰეინკე მეიერის გაშვების წინააღმდეგია

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ვინაობას ხვალ დაასახელებს. თუმცა უკვე განგაშის ზარები შემოჰკრეს ამ ქვეყნის ერთ-ერთი უძლიერესი და ტიტულოვანი კლუბის, პრეტორიის "ბლუ ბულზის" ხელმძღვანელებმა. მათ დაადასტურეს ინფორმაცია, რომ "ბოკეს" თავკაცობის ყველაზე რეალური კანდიდატი "ლურჯი ხარების" მწვრთნელი ჰეინკე მეიერია.

ამ ამბავთან დაკავშირებით "ბლუ ბულიზს" დირექტორთა საბჭომ სხდომა გამართა და სპეციალური განცხადება გაავრცელა:

"ბლუ ბულზის" მთავარ მწვრთნელს ჰეინკე მეიერს კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და ეროვნულ ნაკრებში ან რაიმე სხვა გუნდში მუშაობას მხოლო ოთხი წლის შემდეგ შეძლებს.

თუ ჰეინკე მეიერი
მაინც დათანხმდება სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის წინადადებას ეროვნული ნაკრების მწვრთნელად იმუშავოს, მან წინასწარ უნდა გააფრთხილოს "ბლუ ბულზის" დირქტორთა საბჭო.

ამასთან ერთად, ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება. თუ ჰეინკე მეიერმა მაინც დატოვა ჩვენი გუნდი, მაშინ "ბლუ ბულზს" სათავეში ფრენკ ლუდეკი ჩაუდგება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული