თუმცა ეს მაშინ მოხდება, თუ "ბლუ ბულზის" მწვრთნელი ჰეინკე მეიერი "ბოკეს" თავკაცად დაინიშნება. მეტფილდს სურს ეროვნულ ნაკრებში მის ასისტენტად იმუშაოს.
"ყველამ კარგად იცის ჩემი და ჰეინკე მეიერის ურთიერთობის შესახებ. ჩვენ მრავალი წელიწადი გვიმუშავია ერთად და ბევრი წარმატებისთვისაც მიგვიღწევია. მაგრამ, მოდი, პარასკევამდე დავიცადოთ. თუ მას მთავარ მწვრთნელად დანიშნავენ, გამორიხცხული არ არის ნაკრების მწვრთნელთა შტაბში მეც მოვხვდე. თუმცა ეს მთლიანად ჰეინკეზეა დამოკიდებული. მან უნდა ისურვოს ჩვენი ერთად მუშაობა"
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარ მწვრთნელს დღეს დანიშნავენ. მეტფილდის ნაკრებში მუშაობის იდეა კი, სავარაუდოდ, იმიტომ გაჩნდა, რომ მას შეუძლია საზღვარგარეთ სათამაშოდ გადახვეწილი ფური დუ პრი, ბაკის ბოთა და ხუთრო სტენკამპი ისევ ნაკრებში დააბრუნოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"