რუსეთში "ბორჯღალოსნებთან" ერთად სსრკ-ის ნაკრების შექმნაზე ბჭობენ

AutoSharing Option
ერთ-ერთ რუსულ სპორტულ ვებ-გვერდზე ამ ქვეყნის მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, უელსელი კინგსლი ჯოუნზის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც სავსებით გასაგები მიზეზების გამო ქართული თემაც ფიგურირებდა.

უელსელმა ქართველი მორაგბეები თბილად მოიხსენია, თუმცა ჟურნალისტს აშკარად ეტყობოდა, რომ საბჭოთა ნოსტალგია არ ასვენებდა.
გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:

- შეძლებს თუ არა რუსეთის ნაკრები წლეულს საქართველოს ეროვნული ნაკრების დამარცხებას?
- მიმაჩნია, რომ ამის გაკეთება წლეულს ძალიან გაგვიჭირდება. თამაში თბილისში გაიმართება და თანაც ჩვენ ახალი გუნდის ფორმირების პროცესში ვართ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩვენი მიზანია საქართველოს ნაკრების ძლევა უახლოეს
მომავალში მაინც შევძლოთ. ჩვენ ეს აუცილებლად უნდა მოვახერხოთ, თუ გვინდა, რომ წინ ვიაროთ. უნდა ვეცადოთ მოვუგოთ ფიჯის, საქართველოს, კანადას. ეს აუცილებელია და როგორღაც უნდა შევძლოთ.

- როგორი დამოკიდებულებაა გუნდში საქართველოს ნაკრების მიმართ? ეს არის გუნდი, რომელიც აუცილებლად, უსიკვდილოდ უნდა დავამარცხოთ?
- ასეთი დამოკიდებულება ალბათ უფრო ქართველ მორაგეებს აქვთ რუსეთის ნაკრების მიმართ. მე დაწვრილებით არ ვიცი თქვენი დაპირისპირების ისტორია, თუმცა გარკვეული წარმოდგენა ამის თაობაზე მაქვს.

ვფიქრობ, რომ ეს უფრო ჰგავს ინგლისისა და უელსის დამოკიდებულებას. ოღონდ თქვენს შემთხვევაში ეს ათმაგად უფრო მძაფრია. შესაძლოა უელსს უფრო უნდა ინგლისის დამარცხება, ვიდრე პირიქით, რადგან ერთი ქვეყანა უფრო დიდია, მეორე კი პატარა.

ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთისა და საქართველოს დაპირიპირება მსოფლიოს რაგბიში, უბრალოდ კარგი მეტოქეობაა. ქართველები კარგი ადამიანები არიან. მათ ძალიან ბევრი ძლიერი მორაგბე ჰყავთ. რამდენიმე მათგანს პირადად ვიცნობ. ჩვენს ნაკრებშიც ხომ არის რამდენიმე ქართველი.

- ალბათ, ხშირად გსემენიათ, რომ კარგი იქნებოდა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები გაგვეერთიანებინა. რას ფიქრობთ ამის თაობაზე?
- უარს არ ვიტყოდი საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელობაზე. გარწმუნებთ, ამ შემთხვევაში გაცილებით დიდი შედეგების მიღწევას შევძლებდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
როცა რუსები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გავლენ მაშინ შეიძლება მოვაგებინოთ, პროსტა მივცეთ რა ერთი თამაში, მოედანზე გამოვიყვანთ ც-ე ნაკრებს და გაიხარებენ ბავშვები, რა რუსი ბავშვები ბავშვები არ არიან? :))))))))))))))))))
levanchika
16:37 07-02-2012
0
იქამდე არაფერი გეტკინოთ, მაგრამ იოცნებეთ მაინც. არ მოინდომეს ჩვენი ლომებით ფონს გასვლა?
თემური
15:38 03-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული