"ტოკიო სთედიუმი" 100 ათასს დაიტევს

AutoSharing Option
ტოკიოს სტადიონზე, რომელიც 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების ერთ-ერთი მასპინძელი და, სავარაუდოდ, ფინალური მატჩის არენა იქნება, უახლოეს დღეებში რეკონსტრუქცია დაიწყება.

ეს სტადიონი 1964 წელს აშენდა ოლიმპიური თამაშებისთვის. მან 1991 წელს მძლეოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა, 1980 და 2001 წლებში კი აქ საკონტინეტთაშორისო თასის ფინალი ჩატარდა ფეხბურთში.

"დღესდღეობით "ტოკიო სთედიუმი" 50 ათას მაყურებელს იტევს. ის მოძველდა და განახლებას საჭიროებს. რეკონსტრუქციის პროექტი უკვე შეთანხმებულია და მისი დასრულების შემდეგ ტევადობა ასი ათასამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ სტადიონი უნივერსალური იქნება. საჭიროებისამებრ ის ველოტრეკად გადაიქცევა. ცხადია, რაგბის
მატჩებთან ერთად აქ ფეხბურთის შეხვედრების გამართვაც იქნება შესაძლებელი.

რეკონსტრუქციას 100 მილიარდი იაპონური იენი დასჭირდება (1 მილიარდ 310 მილიონი დოლარი) და ის 2018 წლის ბოლოს დასრულდება" - თქვა იაპონიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ტაცუზო იაბემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული