სონი ბილი ვილიამსი ისევ დაუმარცხებელია

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრების შუამარბმა სონი ბილ ვილიამსმა პროფესიულ რინგზე მეხუთე შეხვედრა გამართა და გაიმარჯვა.

"ოლ ბლექსის" ვარსკვლავმა ჰამილტონში, პირველივე რაუნდში დაამარცხა მასზე 21 კილოგრამით მძიმე კლარენს ტილმან III, რომელიც ამერიკული ფეხბურთის ყოფილი მოთამაშეა. სონი ბილმა ის ძირს შესანიშნავი მარცხენა ჰუკით დასცა.

აღსანიშნავია, რომ ასპარეზობის წინა დღეს აწონვისას ამ ორ მოკრივეს შორის ჩხუბი ატყდა. სანამ მუშტების ქნევას დაიწყებდნენ მათ ერთმანეთი რამდენიმე "ტკბილი სიტყვით" შეამკეს. ხელჩართული ბრძოლის აღკვეთა სეკუნდანტებმა უმალვე შესძლეს.

"საცირკო სანახაობა" ბრძოლის შემდეგაც გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც ტილმან III-მ რინგი
დატოვა, მასზე რიჩარდ ტუტაკი აბობღდა, რომელიც სონი ბილმა წინა ბრძოლაში დაამარცხა. ტუტაკიმ "ოლ ბლექსის" ვარსკვლავს დაცინვა დაუწყო. ის სასწრაფოდ განარიდეს იქაურობას.

სონი ბილ ვილიამსის მხარდასაჭერად დარბაზში იყვნენ ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი მორაგბეები ტანა უმაგა, უეინ სმიტი და ფრენ ბანსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული