"ოლ ბლექსის" გარემარბი, რომელმაც 1995 წლის მსოფლიოს თასზე გაიბრწყინა მალევე დაავადდა და 2004 წელს იძულებული გახდა თირკმელი გადაენერგა. მან რაგბიში დაბრუნება 2007 წელს გადაწყვიტა, რამდენიმე შეხვედრაში ითამაშა კიდეც, მაგრამ ხელი ისევ ჯანმრთელობამ შეუშალა.
ლომუმ, რომელიც სულ რაღაც 36 წლისაა, სექტემბრიდან მოყოლებული 30 კილოგრამი დაიკლო. ჯერ კიდევ ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის გათამაშების მიმდინარეობისას დაიჩივლა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს. ამჟამად ის კვირაში სამჯერ დიალიზს იყენებს.
"სამწუხაროდ, ამჯერად ჩემი მდგომარეობა ისეთივეა,
ბედს არ ვემდური. ერთი სიცოცხლის მნძილზე იმდენს მივაღწიე და განვიცადე, რომ ბევრი ექვსი-შვიდი სიცოცხლის განმავლობაში ვერ შეძლებდა. სამწუხაროდ, ადამიანის ცხოვრება ისეთია, რომ ადრე თუ გვიან ამ ქვეყნიდან უნდა წავიდეს. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ არ მეგულება ადამიანი, რომელიც სარკეში ჩაიხედავს და საკუთარ თავს ეტყვის, კმარა, ცხოვრებისგან ყველაფერი მივიღე" - თქვა ჯონა ლომუმ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"