ვილიამ სერვა "ტულუზში" დარჩება

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრებისა და "ტულუზის" შერკინების 34 წლის კვაჭი, ვილიამ სერვა თამაშს თავს ანებებს და მშობლიურ კლუბში, "ტულუზში" მწვრთნელად რჩება.

მას შემდეგ, რაც "ტულუზიდან" შერკინების მწვრთნელი იანიკ ბრუ ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, ეს თანამდებობა ვაკანტურია. სერვას გადაბირება დიდი ხანია "ტულონსაც" უნდოდა, თუმცა ის ტულუზელთა მიერ შეთავაზებულმა წინადადებამ უფრო მოხიბლა. "ტულუზის" პრეზიდენტმა რენე ბუსკასტელმა და მთავარმა მწვრთნელმა გი ნოვემ მისი ბედი ასე გადაწყვიტეს:

"ოცი წელიწადია პრეზიდენტ რენე ბუსკასტელთან ერთად ამ გუნდს ვხელმძღვანელობ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მოთამაშეები კარიერის დასრულების შემდეგ კლუბში მწვრთნელებად დავასაქმოთ, რადგან
მათ კარგად იციან ჩვენი ფილოსოფია, მუშაობის სტილი, "ერნსტ ვალონის" სტადიონის თითოეული გოჯი.

იანიკ ბრუს ნაკრების მწვრთნელად გადაბარგებამ თავსატეხი გაგვიჩინა. ვფიქრობდით, ვინ შეძლებდა ჩვენი მორაგბეებიდან მის სრულფასოვნად შეცვლას. ვილიამ სერვა ყველაზე კარგი კანდიდატურაა. კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით. მან დრო ითხოვა დასაფიქრებლად, გაანალიზა, რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის და დაასკვნა, რომ მშობლიურ კლუბში დარჩენა ყველაზე საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა" - თქვა "ტულუზის" მწვრთნელმა გი ნოვემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული