დევიდ კემფიზს "პომებთან" მუშაობა სურს

AutoSharing Option
მსოფლიოს რაგბის ლეგენდამ, ავსტრალიელმა დევიდ კემფიზმა სურვილი გამოთქვა, ინგლისის ნაკრების უკანა ხაზის მწვრთნელად იმუშაოს.

"ვოლაბების" გარემარბმა რაგბის თამაში 1996 წელს შეწყვიტა. მან ეროვნულ გუნდში 101 კეპი მოიხვეჭა და 64 ლელო გაიტანა. მას შემდეგ ის დირბანის "ნატალ შარქსისა" და ტონგას შვიდკაცა რაგბის ნაკრების მწვრთნელად მუშაობდა. ახლა კი მთელი გულით უნდა, ძალა უმაღლეს დონეზე მოსინჯოს.

"არ ვხუმრობ. მართლა ძალიან მინდა ინგლისის ნაკრებში ვიმუშავო. ვფიქრობ, ამ გუნდისთვის ბევრი სარგებლობის მოტანა შემიძლია. თავად განსაჯეთ, ხალხი იტყვის ხოლმე, ააა, იქ ხომ კემპოა. როგორც უნდა იყოს,
ჩემი სახელი რაგბის სამყაროში ჯერ კიდევ რაღაცას ნიშნავს.

მინდა ინგლისელებს დავეხმარო, უკიდურეს შემთხვევაში, თუნდაც კონსულტანტის დონეზე" - თქვა დევიდ კემფიზმა.

მიუხედავად ამ განცხადებისა, ინგლისის ნაკრების უკანა ხაზის მწვრთნელობის ყველაზე რეალურ კანდიდატად "ოლ ბლექსის" ყოფილი მწვრთნელი უეინ სმიტი რჩება.

"პომების" მთავარი მწვრთნელი სტიუარტ ლანკასტერი ასისტენტის ვინაობას ივნისის ბოლოს, სამხრეთაფრიკული ტურნეს შემდეგ დაასახელებს. მანამდე კი, სავარაუდოდ, ამ პოზიციას დროებით "ლონდონ აირიშის" უკანა ხაზის მწვრთნელი მაიკ ქეთი დაიკავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული