ამის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ავსტრალიის რაგბის კავშირმა ორი წლის წინათ შექმნილი სარაგბო აკადემიები გააუქმა და იქამდე არსებული სისტემით მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტა.
ავსტრალიელებს უნდათ დააარსონ ტურნირი, რომელიც ორ წრედ ჩატარდება და ზე რაგბიში მოასპარეზე კლუბების, "ვორათაზის", "ბრამბიზის", "რედსის", "ფორსისა" და "მელბურნ რებლზის" ახალგაზრდული გუნდები იასპარეზებენ.
ამასთან ერთად, საიმისოდ, რომ თამაშები უფრო საინტერესო გახდეს, შეიძლება გამოყენებულ იქნეს განსხვავებული წესები.
"არსებობს
საამისოდ გვინდა ახალგაზრდული გუნდების თამაშები ძირითადის დაპირისპირების წინ გავმართოთ.
ცხადია, ძნელი იქნება, მაყურებელი ასე დიდი ხნის განმავლობაში მიაჯაჭვო ტელევიზორს ან გააჩერო სტადიონზე. ამიტომ კარგი იქნება, თუ ახალგაზრდების სათამაშო დროს 25 წუთამდე შევამცირებთ და წესებსაც შევცვლით, რაც თამაშს უფრო დინამიკურს და სანახაობრივს გახდის.
ვფიქრობთ, ელიტური გუნდების თამაშის დაწყების წინ ეს შესანიშნავი პრელუდია იქნება." - თქვა ავსტრალიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა ბილ პულვერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"