მურად ბურჯელალს, ცხადია, ახალი ველოსიპედი არ გამოუგონებია. მისი პროექტი ერთმატჩიანია. ევროპის თასებზე, ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, "ჰაინეკენის თასზე" გამარჯვებული ზე რაგბის პირველადგილოსანს უნდა დაუპირისპირდეს. მოგებული კლუბი მსოფლიოს ჩემპიონად გამოცხადდება.
მსგავსი მატჩი ფეხბურთშიც არსებობდა. მას საკონტინენტთაშორისო თასი ეწოდებოდა, რომელშიც ევროპის საუკეთესო გუნდი ტოკიოში სამხრეთ ამერიკის პირველ გუნდს ეჯიბრებოდა. მერე გუნდების რაოდენობა კონტინენტების შესაბამისად გაიზარდა და ერთმატჩიანი დუელი ტურნირად გადაკეთდა.
მას მიაჩნია, რომ სათანადო პიარ-კამპანიის შემთხვევაში, მატჩი ფინანსურად სარგებლიანი იქნება კლუბებისთვის და თვითონ მორაგბეებისთვისაც. თუმცა ყოველივე ამას წინ დიდი დაბრკოლებები აქვს.
"ჰაინეკენის თასისა და "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების წესდების თანახმად, ევროპულ გუნდებს უფლება არ აქვთ, ითამაშონ რაიმე სხვა ევროპული თასის გათამაშებაში და მით უფრო, ზე რაგბის გუნდებთან.
მესმის, რომ ბურჯელალს კარგი საქმის გაკეთება სურს, მაგრამ მას არ აქვს იმის საშუალება და უფლება, რათა ასეთი მატჩის ორგანიზება მოაწყოს.
ეს ძალიან კარგი იდეაა. ჩვენ დიდი ხანია მოლაპარაკებას ვაწარმოებთ სანზართან (ზე რაგბის ორგანიზატორი), მაგრამ მათაც თავიანთი პრობლემები აქვთ, რომელიც ძირითადად მჭიდრო სარაგბო კალენდართანაა დაკავშირებული" - თქვა ევროპული თასების ორგანიზატორი კანტორის პრეზიდენტმა ჟან-პიერ ლუმ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"