მაკკენზისგან განსხვავებით, "ოლ ბლექსის" თავკაც სტივ ჰანსენს არჩევანის გაკეთების საშუალება არ ჰქონდა.
ახალი ზელანდიის ნაკრების წამყვანი მორაგბე დენ კარტერი ვარჯიშისას დაშავდა და ჰანსენს წამითაც არ უფიქრია, მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ზე რაგბის წლევანდელი გათამაშების გამარჯვებულის, "ჰემილთონის ჩიფსის" მგეზავი აარონ კრადენი დაეყენებინა.
ამ მორაგბის მზარდ ავტორიტეტზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ კარტერის დაშავების შემდეგ ახალზელანდიელებს ვაი-ვიში არ აუტეხავთ.
ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ კრადენი კარტერს ღირსეულად შეცვლის. 24
"მაშინ ძალიან ვნერვიულობდი. როგორია, ოცნება ამიხდა და "ოლ ბლექსის" კვართი მოვირგე. მერედა ვის წინააღმდეგ? თვით ავსტრალიის ნაკრებთან მატჩში, რომელიც ჩვენი ნაკრების ტრადიციული და ყველაზე ძლიერი მეტოქეა.
თამაში ძალიან გამიჭირდა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ვისწავლე, რომ ემოციებს არ უნდა ავყვე. საჭიროა, გამოვიდე და უბრალოდ, ჩემი საქმე გავაკეთო.
მიხარია, რომ ისევ სიდნეიში ვბრუნდები. გუნდში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. დენის ტრავმამ შანსი მომცა, ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო და ყველაფერი ვიღონო საიმისოდ, რომ "ბლედისლოუს თასი" მოვიგოთ" - თქვა აარონ კრადენმა.
მართალია, "ოლ ბლექსმა" ერთი წამყვანი მორაგბე დაკარგა, მაგრამ მეორე დაიბრუნა. ექვსთვიანი შვებულების შემდეგ ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს კაპიტანი რიჩი მაქოა.
მან უკვე მოასწრო ივლისში ზე რაგბის გათამაშების პლეი ოფში ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზში" თამაში და სტივ ჰანსენს მიაჩნია, რომ ის სასურველ ფიზიკურ ფორმაშია.
"ოლ ბლექსის" შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია. რაიან კროტი სათადარიგოთა შორის დაიკავებს ადგილს. სხვა ყველა ძველი და კარგად ნაცადი მორაგბეები არიან.
ახალი ზელანდია
15. იზრაელ დაგი, 14. ბენ სმითი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. აარონ კადენი, 9. აარონ სმითი. 1. ტონი ვუდკოქი, 2. ენდრიუ ჰორი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ლუკ რომანო, 5. სემ ვაითლოქი, 6. ლიამ მესამი, 7. რიჩი მაქოა, 8. კირან რიდი.
16. კევინ მეალამუ. 17. ბენ ფრენქსი, 18. ჩარლი ფაუმუნია, 19. ბრედი რეტალეკი, 20. სემ კენი, 21. ტავერა კერ-ბარლოუ, 22. ბოდენ ბარიტი, 23. რაიან კროტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"