პრობლემა მალე და იოლად გადაწყდა. სამშობლოდან კვირაში ერთხელ მათთვის 30 კილოგრამ ხორცს გზავნიან. გუნდს თან აქვს ბარბექიუს მოსამზადებელი სპეციალური მოწყობილობა და ყოველ საღამოს მორაგბეები თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში.
თუმცა ერთი განსხვავება ისაა, რომ ინგლისში ბარბექიუს მოსამზადებლად ნახშირს წვავენ, როცა ურუგვაიში ამისთვის მუხის ქერქს იყენებენ.
აღსანიშნავია, რომ ურუგვაი მსოფლიოში ხორცის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. ეს ქვეყანა წელიწადში 600 ათას ტონა ხორცს აწარმოებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური