"ბრამბიზმა" შინ მიიღო სიდნეის "ვორათაზი", რომელსაც პირველ ტურში მოგებული ჰქონდა. კანბერელებმა საშინაო არენაზე შესანიშნავად ითამაშეს, განსაკუთრებით კი მე-2 ტაიმში. პირველი ნახევარი კი ფრედ 8:8 დასრულდა. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა სამი ლელო გაიტანეს და 32:15 გაიმარჯვეს.
პირველი მარცხი იწვნია არგენტინულმა "იაგუარსმა", რომელმაც სტუმრად ვერაფრი გააწყო დურბანის "ნატალ შარქსთან"
აღსანიშნავია, რომ არგენტინელები, ისევე როგორც პირველი ტურის მატჩში უდისციპლინობით გამოირჩევიან. მატჩის არბიტრმა ორი "იაგუარი" პაბლო მატერა და როდრიგო ბაესი გაასინბინა.
ორი მატჩიდან ორი მოგება აქვს კეიპთაუნის "სტორმერზს", რომელმაც ამჯერად სტუმრად სძლია ბლუმფონტეინის "ჩიტაზს" - 20:10. მასპინძლები პირველ ტაიმში მცირედ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით წავიდნენ - 7:7. მეორე ტაიმში კაიპთაუნელებმა მაინც შეძლეს და "ჩიტაზს" თავს საკუთარი თამაში მოახვიეს.
პირველი გამარჯვება მოიპოვეს ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა კრაისთჩერჩის "კრუსეიდერზმა" და სამხრეთაფრიკული რაგბის გრანდმა, პრეტორიის "ბლუ ბულზმა". "ჯვაროსნებმა" შინ დაამარცხეს ოქლენდის "ბლუზი" - 28:13, ხოლო "ლურჯმა ხარებმა" ასევე საკუთარ მოედანზე სძლიეს სიდნეის "მელბურნ რებლზს" - 45:25.
A ჯგუფი
ბრამბიზი-ვორათაზი 32:15
რედსი-ფორსი 6:22
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბრამბიზი 2 2 0 0 +59 9
2. ვორათაზი 2 1 0 1 +3 5
3. ფორსი 2 1 0 1 +10 5
4. რებლზი 1 1 0 0 +6 4
5. რედსი 2 0 0 2 -36 0
B ჯგუფი
ჰაილენდერზი-ჰარიკენზი 17:16
კრუსეიდერზი-ბლუზი 28:13
ჩიფსი-ლაიონზი 32:36
თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰაილენდერზი 2 1 0 1 -1 6
2. კრუსეიდერზი 2 1 0 1 +9 5
3. ჩიფსი 2 1 0 1 +2 5
4. ბლუზი 2 1 0 1 -13 4
5. ჰარიკენზი 2 0 0 2 -43 1
C ჯგუფი
ჩიტაზი-სტორმერზი 10:20
ბლუ ბულზი-მელბურნ რებლზი 45:25
თ მ ფ წ ბ ქ
1. სტორმერზი 2 2 0 0 +34 9
2. ბლუ ბულზი 1 1 0 1 -4 4
3. ჩიტაზი 2 0 0 2 -11 1
4. სანვოლვესი 1 0 0 1 -13 0
D ჯგუფი
ნატალ შარქსი-იაგუარსი 19:15
თ მ ფ წ ბ ქ
1. შარქსი 2 2 0 0 +40 9
2. ლაიონზი 2 2 0 0 +17 9
3. იაგუარები 2 1 0 1 -3 5
4. კინგზი 1 0 0 1 -35 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"