"ვოლაბების" თავკაცმა რობი დინსმა სათამაშოდ საგრძნობლად შესუსტებული შემადგენლობა გაიყვანა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ წამყვანი მორაგბეების ძირითადმა ნაწილმა ითამაშა. მიუხედავად ყველაფრისა, ავსტრალიის ნაკრების მარცხს სამოელებთან არავინ ელდოა.
სამოელებმა შესანიშნავად ითამაშეს და მრისხანე მეტოქეს, რომელიც ახლა ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, ოთხი ლელო გაუტანეს. რაზეც ვოლაბებმა მხოლოდ ორით
მომდევნო შეხვედრას ავსტრალიის ნაკრები უკვე სამი ერის გათამაშების ეგიდით გამართავს. მისი მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკის ნაკრები იქნება, რომელიც ამ შეჯიბრებაში, ფაქტობივად, A ნაკრებით გამოვა.
აღსანიშნავია, რომ სამოას ნაკრებს აქამდე მსოფლიოს რეიტინგის ხუთეულის გუნდებითვის არასდროს მოუგია. ავსტრალია კი ამჟამად რეიტინგში მეორე ადგილზეა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"