აღსანიშნავია, რომ ამავე სტადიონზე ითამაშებს საქართველოს ნაკრებიც. 18 სექტემბერს ჩვენი მეტოქე, მსოფლიო თასის გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი, ინგლისის ეროვნული გუნდი იქნება.
"ოლ ბლექსის" თავკაცმა გრემ ჰენრიმ ძირითად შემადგენლობაში ერთი დებიუტანტი შეიყვანა. ტარანაკელი ჯერად ჰოეთა ეროვნული ნაკრების კვართს პირველად მოირგებს, მას პარტნიორობას გაუწევს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მეორეხაზელი ალი ვილამსი, რომლისთვისაც ფიჯელებთან
მის გარდა "ოლ ბლექსს" დაუბრუნდნენ ვუაით კროკეტი და ბენ სმითი, რომლებსაც ნაკრებში თითქმის ორი წელიწადი გაუცდათ. კაპიტანი, ცხადია, ისევ მესამეხაზელი რიჩი მაკქოუ იქნება. თუმცა ჰენრომ ერთი უცნაური გადაწყვეტილება მაინც მიიღო. მან გუნდის მთავარი მგეზავი და დამრტყმელი დენ კარტერი სათადარიგოთა შორის გაამწესა. ძირითადში კი კოლინ სლედი ითამაშებს.
უკანა ხაზში შუამარბების წყვილი მაა ნონუ-კონრად სმიტი ერთად ოცდამეშვიდედ ითამაშებს. დაშავებულები არიან და ფიჯის ნაკრებთან ვერ ითამაშებენ ქორი ჯეინი, რიჩარდ კაჰუი, ტონი ვუდქოკი, ისაია ტოეავა, ხოსე გეარი და იზრაილ დაგი.
"ფიჯის ნაკრებთან მატჩი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი გამოცდაა. საინტერესოა როგორი სტარტი გვექნება. გუნდში რამდენიმე პოზიციაზე სერიოზული კონკურენციაა და მინდა დავაკვირდე, შეძლებენ თუ არა ისინი პოტენციალის სრულად წარმოჩენას.
ფიჯის ნაკრების დაუფასებლობა არ შეიძლება. ახლახან დასრულებულ წყნარი ოკეანის ქვეყნების ერთა თასზე მათ შესანიშნავად იასპარეზეს. ფიჯის მეზობელმა სამოამ კი გასულ უქმეებზე ავსტრალიას სძლია. ასე რომ, პარასკევს დიდი ბრძოლა გველის" - თქვა "ოლ ბლექსის" მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ.
ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. ზაგ გილფორდი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. სიტივენი სივივატუ, 10. კოლინ სლედი, 9. ჯიმი ქოუანი. 1. ვუაით კროკეტი, 2. ენდრიუ ჰორი, 3. ბენ ფრენქსი, 4. ჯერად ჰოეთა, 5. ალი ვილიამსი, 6. ადამ ტომსონი, 7. რიჩი მაკქოუ, 8. ლიამ მესამი.
16. კორი ფლინი, 17. ჯონ აფოა, 18. სემ ვაითლოქი, 19. ჯერომ კაინო, 20. პირი ვიპუ, 21. დენ კარტერი, 22. ბენ სმითი.
ფიჯი: 15. ილიესა კერსონი, 14. ვერენიკი გონევა, 13. ალბერტ ვულივული, 12. რავაი ფატიაკი, 11. ნაპოლიონი ნალაგა, 10. სერემაია ბაი, 9. ვიტორი ბუატავა. 1. კამპესე მააფუ, 2. სანია კოტო, 3. დიკონ მანუ, 4. იფერეიმი რავაკა, 5. სეკონაია კალუ, 6. დომინიკო ვაკანიბუროტუ, 7. აკაპუსი ქერა, 8. საკიუსა მატადიგო.
16. ნატანი ტალეი, 17. ტომისი ნაგუსა, 18. მეტუსელა ტალებულა,19. ტანიელა რავაკა, 20. ნეემია რანუკუ, 21. მალაკაი რავულო, 22. რუპენი ნასიგა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"