შოტლანდია (15-9) პატერსონი (კატბერტი 49), ვოლკერი (დე ლუკა 59), ანსბრო, მორისონი, ლამონტი, ჯეკსონი, ლაუსონი (ლაიდლოუ 56). (1-8) იაკობსენი, ფორდი, კროსი, ჰემილთონი, გრეი, სტროკოში, რენი, ბითი (დენტონი 69).
ლ: ანსბრო. გ: ჯექსონი. ს: პატერსონი
ირლანდია (15-9) კირნი, ტრიმბლი, მაკფედენი, ვოლესი, ფიცჯერალდი (ფ.ჯოუნზი 46), სექსტონი, ოლირი (ბოსი 62). (1-8) . ქართი (ჰორანი 62), კრონინი (ფლენერი 62), ბაკლი, რაიანი, კალენი, მაკკარტი, რონანი (მ.ოდრისკოლი 56), ლამი.
2ს: სექსტონი
მსაჯი: უეინ ბარნსი (ინგლისი)
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა მეტოქემ, შოტლანდიის ნაკრებმა შინ, "მერიფილდზე" ირლანდიის
სტადიონზე მისულმა 30 ათსმა მაყურებელმა ერთადერთი თვალსასეირო ეპიზოდი, მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე მასპინძელთა გუნდის გარემარბის ჯო ანსბროს მიერ გატანალი ლელო ი8ხილა, რომელმაც "სკოტებს" გამარჯვება მოუტანა - 10:6.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებულად უმსგავსო მატჩის პირველი ტაიმი გამოდგა. გუნდები შეტევების ორგანიზებას ვერაფრით ახერხებდნენ, ხშირად სცდებოდნენ და ანგარიში მხოლოდ 32-ე წუთზე გაიხსნა. საჯარიმო ირლანდიელთა მგეზავმა ჯონათან სექსტონმა გაიტანა - 3:0. ასე დასრულდა პირველი ნახევარი.
შესვენების შემდეგ მოედანზე ბევრი არაფერი შეცვლილა. ერთადერთი ნათელი წერტილი "ნარშავების" შემადგენლობაში, მათი ქერათმიანი მეორეხაზელი რიჩი გრეი იყო. მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება 49-ე წუთზე კრის პატერსონის საჯარიმოთი მოახერხეს. რაზეც სექსტონმა 15 წუთში საჯარიმოთივე უპასუხა - 6:3.
კვანძი, როგორც უკვე ვთქვით, მატჩის მიწურულს გაიხსნა და ის მთლიანად ანსბროს ინდივიდუალური ოსტატობის დამსხურებაა, ვიდრე შოტლანდიელთა გუნდური გარჯის შედეგი. ერთი სიტყვით, შოტლანდიის ნაკრებმა მეტოქისგან განსხვავებით ლელოს გატანა მოახერხა და შინ გამარჯვებული გამოვიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"