სამეფო ოჯახიდან გუნდის კაპიტნობამდე

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ინგლისის ეროვნული გუნდი ხვალ ტესტ-მატჩს გამართავს კარდიფში უელსის ნაკრებთან.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების შეხვედრა გასულ უქმეებზე ლონდონში, "თვიქნემზე" გაიმართა და "პომების" გამარჯვებით დასრულდა - 23:19.

იმ მატჩში ინგლისელებს ლუის მუდი კაპიტნობდა, რომელიც დაშავდა და ჯერ კიდევ უცნობია, როდის გამოჯანმრთელდება. ამჯერად, მარტინ ჯონსონმა გუნდის გაძღოლა ვეტერან შუამარბ, მაიკ თინდოლს ანდო, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელ ზარა ფილიპსთან ხმაურიანი ქორწილის შემდეგ წინა მატჩს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა.

თინდოლი უკანა ხაზში შონთაი ჰეპის შეუწყვილდება. მგეზავის
პოზიციაზე კი ჯონი ვილკინსონს, რომელიც თადარიგშიც არ არის, ტობი ფლუდი შეცვლის. მისი პარტნიორი ცხრა ნომერი რიჩარდ ვაიგლსვორსი იქნება, რომელიც ტრავმირებული ბენ იანგზის ნაცვლად ითამაშებს.

ფაქტობრივად, მთლიანად შეიცვალა შერკინება. მესამე ხაზში ტომ ვუდი, ენდრიუ ფური და ნიკ ისთერი ითამაშებენ. მეორე ხაზში ტრავმამოშუშებული კორტნი ლოუ და ლუის დიკონი დადგებიან. საკმაოდ საინეტრესოა პირველხაზელთა სამეული, ალექს კორბიშეტრო, სტივ თომსპონი და დენ კოლი ერთად პირველად გამოვლენ მოედანზე.

"გასულ უქმეებზე უელსელებთან თამაში, ძალიან საინტერსო და, რაც მთავარია, სასარგებლო გამოდგა. ამჯერადაც კარდიფში იგივეს ველით. წინა თამაში კარგად გავაანალიზეთ და ახალ მოთამაშეებს საშუალებას ვაძლევთ, ჩვენს მიერ ვარჯიშებზე დამუშავებული ტაქტიკური სქემები საქმეში უკეთ განახორციელეონ." - თქვა "პომების" თავკაცმა მარტინ ჯიონსონმა.

ამ მატჩშო ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ, უგო მუნი, ჯო სიმპსონი, ტიმ პეინი, პოლ ჯოუნზი, კრის რობშო, ბენ იანგზი და ენდრიუ შერიდანი.

უელსი-ინგლისი
ინგლისი: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. მაიკ თინდოლი, 12. შონთაი ჰეპი, 11. მარკ კუეტო, 10. ტობი ფლუდი, 9. რიჩარდ ვაიგლსვორსი. 1. ალექს კორბიშერო, 2. სტივ თომპსონი, 3. დენ კოლი, 4. ლუის დიკონი, 5. კორტნი ლოუ, 6. ტომ ვუდი, 7. ენდრიუ ფური, 8. ნიკ ისთერი.
16. ლი მეარსი, 17. მეთ სტივებნსი, 18. ტომ პალმერი, 19. ჯეიმზ ჰესკელი, 20. დენი კერი, 21. ჩარლი ჰოჯსონი, 22. მეთ ბანაჰანი.

უელსი: 15. ჯეიმზ ჰუკი, 14. ჯორჯ ნორსი, 13. ჯეიმზ რობერტსი, 12. გევინ ჰენსონი, 11. შეინ ვილიამსი, 10. რის პრისტლენდი, 9. მაიკ ფილიპსი. 1. პოლ ჯეიმზი, 2. ლოიდ ბარნსი, 3. კრეიგ მიტჩელი, 4. ლუკ ჩარტერისი, 5. ალუნ-ვინ ჯოუნზი, 6. დენ ლიდიატი, 7. სემ ვერბარტონი, 8. ტობი ფალეტაუ.
16. ჰიუ ბენეტი, 17. რაიან ბევინგტონი, 18. ჯოშ ტურნბული, 19. ჯასტინ ტიპურიჩი, 20. ტევის კნოლი, 21. სკოტ ვილიამსი, 22. ალედ ბრეუ.

* * *
პირველ ტესტ მატჩს გამართავს ბორდოში საფრანგეთის ნაკრები, რომელიც ახალ ზელანდიაში ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ჩავა. "ლე ბლე" ძალებს ირლანდიის ნაკრებთან მოსინჯავს. შეგახსენებთ, რომ "სამყურებმა" გასულ უქმეებზე ედინბურგში, "მერიფილდზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან წააგეს - 6:10.
აღსანიშნავია, რომ ფრანგთა თავკაცმა მარკ ლივერმონმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი.

საფრანგეთი-ირლანდია
საფრანგეთი: 15. დამიენ ტრაი, 14. ვინსენ კლერი, 13. დავიდ მარტი, 12. მაქსიმ მერმოსი, 11. ალექსის პალისონი, 10. ფრანსუა ტრინ-დუკი, 9. დიმიტრი იაშვილი. 1. სილვენ მარკონე, 2. დიმიტრი ჟარჟევსკი, 3. ლუკ დუკალკონი, 4. ჟულიენ პიერი, 5. რომენ მიიო-შლუსკი, 6. ტიერი დუსოტუარი, 7. იმანოლ არინორდოკი, 8. რაფაელ ლაკაფია.
16. გილემ გირადო, 17. ჟან-ბატისტ პუ, 18. ლიონელ ნალე, 19. ჟულიენ ბონერი, 20. მორგან პარა, 21. დავიდ სკრელა, 22. მაქსიმ მედარი.

ირლანდია: 15. რობ კირნი, 14. ენდრიუ ტრიმბლი, 13. ქის ირლზი, 12. პედი ვოლესი, 11. ლუკ ფიცჯერალდი, 10. რონან ოგარა, 9. ეიონ რედანი. 1. კიან ჰილი, 2. რორი ბესტი, 3. მაიკ როსი, 4. დონჩა ოკალაჰანი, 5. ლეო კალენი, 6. დონჩა რაიანი, 7. შონ ობრაიანი, 8. დენის ლიმი.
16. ჯერი ფლენერი, 18. ტონი ბაკლი, 18. პოლ ოკონელი, 19. ჯიმი ჰსლიპი, 20. ცონორ მურეი, 21. ფერგუს მაკფადენი, 22. ფელიქს ჯოუნზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული