"პომებმა" ბოლო ტესტი მოიგეს

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქემ ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო ტესტ მატჩი დუბლინში, ირალანდიის ნაკრებთან გამართა და 20:9 დაამარცხა.

"პომების" თავკაცმა მარტინ ჯონსონმა წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად სათამაშოდ ძირითად შემადგენლობასთან მიახლოებული გუნდი გაიყვანა სათამაშოდ. კვლავ ძირითადი მგეზავი იყო ჯონი ვილკინსონი, რომელიც ჩვეულებრივსამბერ უძღვებოდა ინგლისლეთა შეტევებს და დაცვაშიც შესანიშნავად გაისარჯა. "ვილკომ" საბოლოოდ ორი საჯარიმო და ორი გარდასახვა გაიტანა (10 ქულა).

ჯონსონის სამწყსომ საქმეს მატჩის დასაწყისიდანვე მოჰკიდა ხელი და უკვე მე-4 წუთზე ლელო მიითვალა. "პომების" მრავალფაზიანი შეტევა მეტოქის ხაზის
გარღვევით ახალგაზრდა შუამარბმა მანუ ტუილაგიმ დაასრულა.

ვილკინსონმა გარდასახა. მანვე შვიდ წუთში საჯარიმოც გაიტანა და სტუმრები ათი ქულით დაწინაურდნენ - 10:0.
"სამყურებმა" ნელ-ნელა თამაში გაათანაბრეს და მათმა "ბებერმა" მგეზავმა რონან ოგარამ სამი საჯარიმო გაიტანა, რაზეც ვილკინსონმა ერთით უპასუხა. შესვენებაზე ინგლისელების უპირატესობა მხოლოდ ოთხი ქულა იყო - 13:9.
შესვენების შემდეგ ირლანდიელებს სახეირო აღარაფერი უქნიათ. "პომები" დაცვაში ყურადღებით ირჯებიდნენ და "სამყურებს" მონაგრის გაზრდის საშუალება არ მისცეს.

სტუმრებმა 45-ე წუთზე კიდევ ერთი შესანიშნავი შეტევა განახორციელეს, რომელიც შეცვლაზე შესული შუამარბის დელონ არმითიჯის ლელოთი დასრულდა, ვილკინსონმა ამჯერადაც გარდასახა - 20:9. თამაშის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

მარტინ ჯონსონმა 70-ე წუთზე მოედანზე შუამარბის პოზიციაზე თინდოლის ნაცვლად ტობი ფლუდი შეიყვანა და ორი მგეზავით თამაში სცადა.

"დუბლინში თამაში ყოველთვის ძალიან ძნელია. ირლანდიელები ამაყნი არიან, როცა გვიგებენ. ზედ მსოფლიოს თასის წინ, ეს გუნდიც სწორედ ამიტომ ავირჩიეთ მეტოქედ.

თამაშმა გვიჩვენა გარკვეული ხარვეზები, რის გამოსწორებაზეც ახალ ზელანდიაში წასვლამდე უნდა ვიზრუნოთ." - თქვა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა.

ინგლსი (15-9) ფოდენი, ეშტონი, ტუილაგი, თინდოლი (ფლუდი 74), კუეტო (არმითიჯი 23), ვილკინსონი, ვაიგლსვორსი. (1-8) შერიდანი (სტივენსი 51), თომპსონი (ჰართლი 51), კოლი, დიკონი (შოუ 62), ლავი, კროფტი, ფური (პალმერი 23), ჰესკელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული