უელსელები 3 დეკემბერს "მილენიუმზე" ავსტრალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან, რომელთანაც მსოფლიოს თასის გათამაშებაში მესამე ადგილისთვის მატჩში დამარცხდნენ.
კარდიფში გასამართი ეს მატჩი ბოლო იქნება ეროვნულ ნაკრებში ლეგენდარული გარემარბ შეინ ვილიამსისთვის. ასევე ბოლო შეიძლება გამხდარიყო ეს შეხვედრა 33 წლის სტივენ ჯოუნზისთვის, თუმცა ის გეთლენდის რაზმში ვერ მოხვდა.
მეთიუ რისი, რომელიც ახალ ზელანდიაში ტრავმის გამო ვერ გაემგზავრა, ნაკრებში დაბრუნდა. მასთან ერთად ეროვნული გუნდის კვართის მორგების შანსი ეძლევათ შერკინების ბურჯ სკოტ ენდრიუს და
გეთლენდმა ნაკრებში სამი დებიუტანტი მიიწვია, ესენია ფლანკერი ლუის ევანსი, გარემარბი ალექს კატბერტი და ფულბეკი ლიამ ვილიამსი.
"მსფლიოს თასის დასრულების შემდეგ ვცდილობთ მემკვიდრეობითობა შევინარჩუნოთ. კაპიტანი ისევ სემ ვერბარტონი იქნება. გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს მეთიუ რისის დაბრუნება, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ შერკინების კვაჭის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა.
მის გარდა ამ პოზიციაზე თამაშის პრეტენზია ჰიუ ბენეტს და ლოიდ ბარნსს აქვთ.
ქომაგებს შესაძლებლობა ეძლევათ, გვანახონ, როგორ ამაყობენ ისინი თავიანთი სათაყვანებელი გუნდით, რომელმაც შესანიშნავად იასპარეზა მსოფლიოს თასზე. გულდასაწყვეტი ისაა, რომ შეინ ვილიამსი გვტოვებს. ისღა დაგვრჩენია, დავსხდეთ და მისი ბოლო, დიდოსტატური თამაში ვნახოთ.
ამასთან ერთად, ავსტრალიის ნაკრებთან ანგარიში გვაქვს გასასწორებელი. მესამე ადგილისთვის მატჩში მარცხისთვის რევანში აუცილებლად უნდა ავიღოთ. ამ გამარჯვებით კი შეტყობინება უნდა გავუგზავნოთ ევროპის ექვის ერის გათამაშებაში მოასპარეზე გუნდებს. მათ უნდა იცოდნენ, რომ ახალ ზელანდიაში მიღწეული წარმატება წამიერი გაელვება არ იყო. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელიც თავის სიტყვას ყოველთვის იტყვის, მათ შორის 2015 წლის მსოფლიო თასზეც" - თქვა უორენ გეთლენდმა.
უელსის ნაკრები:
შერკინება: სკოტ ენდრიუ, ჰიუ ბენეტი, რაიან ბევინგტონი, ლოიდ ბარნსი, ლუკ ჩარტერისი. ბრედლი დევისი, იან ევანსი, ლუის ევანსი, ტობი ფალეტაუ, გეთინ ჯენკინსი, ადამ ჯოუნზი, რაიან ჯოუნზი, დენი ლაიდიატი, მეთიუ რისი, ჯასტინ ტიპურიჩი, სემ ვერბარტონი,
უკანა ხაზი: დენ ბიგარი, ალექს კათბერტი, ჯონათან დევისი, ლეიგ ჰალპფენი, ტევის კნოლი, ჯორჯ ნორსი, რის პრისტლენდი, ჯიმი რობერტსი, ლიამ ვილიამსი, ლოიდ ვილიამსი, სკოტ ვილიამსი, შეინ ვილიამსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"