პოკოქისთვის კაპიტნობა ახალი როდია. მართალია, ეროვნულ გუნდს ის პირველად წარუძღვება, მაგრამ ზე რაგბიში "ფორსს" კაპიტნობდა, ჯეელობისას კი ავსტრალიის 20-წლამდელთა ნაკრებს.
"მსოფლიოს თასის გათამაშების მსვლელობისას ჯეიმზ ჰორვილმა მხარი დაიზიანა და ბოლომდე ჯერაც არ გამოჯანმრთელებულა. გავითვალისწინეთ, რომ მისთვის მძიმე დატვირთვები არ შეიძლება, სათადარიგოთა შორის დავასახელეთ.
ამასთან ერთად, ვგრძნობთ, რომ შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვეცა დევიდ პოკოქს მივცეთ შანსი
აღსანიშნავია, რომ პოკოქს უკვე აქვს გარკვეული გავლენა გუნდზე. ის ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა თამაშისას გადაწყვეტილებების მიღებაში. ახლა ამის კეთება დევიდს, რომელიც უდავოდ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, დამოუკიდებლად მოუწევს.
კიდევ ერთი სიახლე "ვოლაბების" შემადგენლობაში ჯეიმ ოკონორის მგეზავის პოზიციაზე გამწესებაა. მას ეროვნულ გუნდში ამ პოზიციაზე არასდროს უთამაშია. გუნდის ძირითადი მგეზავი ქუადე კუპერი ახალ ზელანდიაში მესამე ადგილისთვის მატჩში დაშავდა და დღემდე მკურნალობს.
მისი დუბლიორი ბერიკ ბარნსი კი შუამარბად ითამაშებს და რობ ჰორნს შეუწყვილდება. ადამ-ეშლი კუპერი ფულბეკად ითამაშებს.
ავსტრალიის ნაკრებს "ბარბაროსებთან" ბოლო წლებში დადებითი ბალანსი აქვს. თუმცა ამ ნაკრების არაერთ მოთამაშეს მოურგია "ბარბაროსების" შავ-თეთრი კვართი. ასე მაგალითად, შარშან ეშლი-კუპერმა, ოკონორმა და ცხრა ნომერმა ვილი გენიამ ბარბაროსთა მიერ სამხრეთ აფრიკის ეროვნული გუნდის ძლევაში მიიღეს მონაწილეობა.
ავსტრალია: 15. ადამ ეშლი-კუპერი, 14. ლაკი ტერნერი, 13. რობ ჰორნი, 12. ბერიკ ბარნსი, 11. დიგბი იოანი, 10. ჯეიმზ ოკონორი, 9. ვილი გენია. 1. ჯეიმზ ჰისლიპი, 2. ტატაფუ პოლოტანაუ, 3. სალესი მააფუ, 4. რობ საიმონსი, 5. ნათან შარფი, 6. სკოტ ჰიგინბოთამი, 7. დევიდ პოკოქი, 8. ბენ მაკკალმენი.
16. სტივენ მური, 17. ბენ ალექსანდერი, 18. ჯეიმზ ჰორვილი, 19. დეივ დენისი. 20. მეთ ჰოჯსონი, 21. ნიკ ფიპსი, 22. ბენ ტაპუაი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"