"ლომებმა" კალენდარი დაადგინეს

AutoSharing Option
"ბრიტანელი ლომების" ტურნე სამხრეთ ნახევარსფეროში მუდამ ყველაზე საინტერესო მოვლენაა სარაგბო სამყაროში მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ეს ტურნე ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და 2013 წელს "ბრიტანელ ლომებს" ავსტრალია უმასპინძლებს.

დადგენილია, რომ ბრიტანელები "ვოლაბებს" სამჯერ დაუპირისპირდებიან და ამასთან ერთად, ექვს მატჩს გამართავენ ავსტრალიის სხვადასხვა კლუბებთან. ტურნე კი 1 ივნის ჰონგ კონგში "ბარბაროსებთან" მატჩით გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ "ბრიტანელი ლომები" ავსტრალიას 2001 წელს სტუმრობდნენ და მაშინ "ვოლაბებმა" სამიდან ორი შეხვედრა მოიგეს. ამ ტურნეს მსვლელობისას ბრიტანელებს რვა ათასი ქომაგი ახლდა. 2009 წელს სამხრეთ
აფრიკაში გამართულ ტურნეზე კი, ამ ქვეყანას 40 ათასი ჩრდილოელი ქომაგი ეწვია. ეს ყოველივე იმაზე მიუთითებს, რომ "ბრიტანული ლომების" ტურნე სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში ფინანსურად გამართლებულია.

22 ივნისი
ბრ. ლომები-ავსტრალია
25 ივნისი
ბრ. ლომები-მელბურნ რებლზი
29 ივნისი
ბრ. ლომები-ავსტრალია
6 ივლისი
ბრ. ლომები-ავსტრალია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული