ეს ორი მატჩი შუა კვირაში გაიმართება. "ბოკესა" და "პომების" დაპირისპირებას კი სამი სხვადასხვა ქალაქი: დურბანი, იოჰანესბურგი და პორტ ელიზაბეტი უმასპინძლებს.
"დარწმუნებული ვარ, რაგბის სამხრეთაფრიკელი ქომაგები აღფრთოვანებულნი არიან ინგლისელთა ამ გადაწყვეტილებით. სამხრეთ აფრიკაში მსგავსი ტურნე 1996 წელს მოეწყო, როცა ახალი ზელანდია გვესტუმრა. ეს ჩვენთვის დიდი მოვლენა იქნება.
ინგლისის
"ინგლისის ნაკრები არასდროს ყოფილა მსგავს ტურნეში სამხრეთ აფრიკაში. იქ გამართული მატჩები საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება მეტი მოთამაშე ვნახოთ საქმეში.
გარწმუნებთ, რომ გეზი, რომელიც წლეულს ექვსი ერის გათამაშებისას ავიღეთ, გაგრძელდება და სამხრეთაფრიკული ტურნეს შემდეგ ჩვენი გუნდი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ეს იქნება პირველი, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების სამზადისში" - კმაყოფილება ვერ დამალა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტიუარტ ლანკასტერმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელთა სერია ივნისში სამხრეთ ნახევარსფეროში ერთადერთი არ არის. "პომების" მატჩების პარალელურად ირლანდია ახალ ზელანდიას სტუმრობს, ხოლო უელსი ავსტრალიას.
ამასობაში ცუდი ამბებია სამხრეთაფრიკელთა ბანაკში. 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების ერთ-ერთმა გმირმა, სამხრეთ აფრიკის ნაკრების შუამარბმა ჯაკ ფურიმ "ბოკეში" თამაშზე უარი თქვა.
29 წლის ფურიმ ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის შემდეგ კონტრაქტი გააფორმა იაპონურ "კობე სტილერსთან", რის გამოც ეროვნულ ნაკრებში თამაშს ვეღარ ახერხებს.
"რატომღაც დღემდე ჰგონიათ, რომ ეროვნულ ნაკრებში დავბრუნდები. მინდა, ჩემი პოზიცია ერთხელ და სამუდამოდ გაგიზიაროთ.
ძალიან ამაყი ვარ, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრების კვართის ტარება მერგო წილად. ჩემი ცხოვრების ამ პერიოდს დიდი სიამოვნებით ვიხსენებ. ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრების წიგნში ახალი თავის წერა დავიწყო.
მინდა ახალ კლუბში, "კობე სტილერსში" ისევე მონდომებით გავისარჯო და ისეთივე წარმატებული ვიყო, როგორც "ბოკეში" თამაშისას. ამიტომ ორ ფრონტზე ბრძოლა გამიჭირდება.
სამხრეთ აფრიკაში წარმოუდგენლად ნიჭიერი შუამარბები არიან. ახლა მათი დროა. ცხადია, შორიდან აუცილებლად მივადევნებ თვალს "ბოკეს" ასპარეზობას. ახალ მწვრთნელებს და ნაკრების მოთამაშეებს ვუსურვებ უმაღლესი მწვერვალების დაპყრობას საერთაშორისო არენაზე, ოღონდ ჩემ გარეშე" - თქვა ჟაკ ფურიმ.
ივნისის ტესტები
9 ივნისი
სამხრეთ აფრიკა-ინგლისი
13 ივნისი
სამხ. ბარბაროსები-ინგლისი
16 ივნისი
სამხრეთ აფრიკა-ინგლისი
19 ივნისი
ჩრ. ბარბაროსები-ინგლისი
23 ივნისი
სამხრეთ აფრიკა-ინგლისი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"