"სკოტები" კუნძულებს ეშურებიან

AutoSharing Option
ინგლისელთა მსგავსად, ივნისში სამხრეთული ტურნე აქვს შოტლანდიის ნაკრებსაც. "სკოტები" სამ მატჩს გამართავენ ავსტრალიის, ფიჯისა და სამოას ნაკრებებთან.

ტურნე 5 ივნისს ნიუკასლში "ოზგრაიდ სთედიუმზე" "ვოლაბებთან დაპირისპირებით დაიწყება. 16 ივნისს "ნარშავები" ფიჯიზე გადაბარგდებიან, ერთი კვირის თავზე კი სამოას ეთამაშებიან.

შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ენდი რობინსონი, რომელიც ტურნეში გასამგზავრებელი 32 მორაგბის ვინაობას მაისში დაასახელებს, იმედოვნებს, რომ შვიდმატჩიანი წარუმატებელი სერია დასრულდება და გუნდი აღმასვლას დაიწყებს.

"ეს საკმაოდ რთული, ძალიან დაძაბული ტურნე იქნება. მართალი გითხრათ, ნაკრების კანდიდატების "ედინბურგისა" და "გლაზგოს" შემადგენლობაში თამაშით კმაყოფილი ვარ. ბიჭები
ბოლო რამდენიმე კვირაა, შესანიშნავ ფორმაში არიან.

ფანტასტიკური იყო ედინბურგელთა მიერ "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში ევროპული გრანდის, "ტულუზის" ძლევა.

"გლაზგომ" კი კელტთა ლიგაზე შესანიშნავ სტილში დაამარცხა უელსის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი "კარდიფი" - თქვა ენდი რობინსონმა

ივნისის ტესტები
5 ივნისი
ავსტრალია-შოტლანდია

16 ივნისი
ფიჯი-შოტლანდია

23 ივნისი
სამოა-შოტლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული