ჟაკ ბრუნელმა შვიდი ახალი იხმო

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ბრუნელმა იმ 30 მორაგბის ვინაობა დაასახელა, რომლებიც ივნისის ტესტებისთვის მოემზადებიან.

"სკუადრა აძურას" რიგებში შვიდი ახალი მორაგბეა. ესენია: ალბერტო დე მარკი, ლორენცო რომანო, ფრანცისკო მინტო, დავიდე გიაზონი, მარკო ფუზერი, ანდრეა პრატიკეტი და ალბერტო ბენეტინა.

ბრუნელმა მესამეხაზელი და გუნდის ლიდერი სერჯო პარისეც გამოიძახა, თუმცა არგენტინული წარმოშობის მორაგბე დაშავებულია და გამორიცხული არ არის, ივნისის ტესტები გაუცდეს.

იტალიელები პირველ შეხვედრას 9 ივნისს სტუმრად გამართავენ არგენტინის ნაკრებთან, მერე კი სამხრეთ ამერიკიდან ჩრდილოეთში გადაინაცვლებენ, სადაც აშშ-სა და კანადის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

იტალიის
ნაკრები
შერკინება: მიქელი რიზო, რობერტო ბარბიერი, ფრანჩესკო მინტო, ალესანდრო ძანი, ანტონიო პავანელო (ხუთივე-ბენეტონი), მარტინ კასტროჯოვანი (ლესტერი), ტომაზო დაპიკე, მარკო ბორტოლამი, ჯოშუა ფურნო, სიმონე ფავარო, ალბერტო დე მარკი, ლორენცო რომანო, მაურო ბერგამასკო (შვიდივე-აირონი), სერჯო პარისე (სტად ფრანსე), კარლო ფესტუჩა (პარმა), დავიდე გიაზონი (როვიგო), მარკო ფუზერი (მოლიანო).
უკანა ხაზი: ტიტო ტებალდი, ალბერტო ბენეტინი, რობერტო კვარტარიოლი, ჯულიო ტონიოლატი, ჯიოვანი ბატისტა (ხუთივე- აირონი), ედუარდო გორი, კრიტოფ ბარტონი, ტომაზო ბენვენუტი, ლუკ მაკლინი, ანდრეა პრატიკეტი, ალბერტო სგარბი (ექვსივე-ბენეტონი), რიკარდო ბოჩინო (პრატო), ლუკა მორისი (პარმა),

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული