"ლე ბლომ" მზადება დაიწყო

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ სენტ-ანდრემ ივნისის ტესტებისთვის მოსამზადებლად 27 მორაგბე გამოიძახა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ გუნდში მიწვეულთა შორის არ არიან იმ გუნდების წარმომადგენლები, რომლებმაც საფრანგეთის ჩემპიონატის პლეი ოფში უნდა იასპარეზონ.

საოცარია, მაგრამ გამოძახებულთა შორის არ არიან ბიარიცელები, ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი და მესამეხაზელი იმანოლ არინორდოკი.

სამაგიეროდ, სენტ-ანდრემ ამ გუნდიდან ოთხი ისეთი მორაგბე მიიწვია, რომელთაც ნაკრებში აქამდე არასდროს უთამაშიათ. ესენია: ბენუა გიოტი, რაფალ ლაკაფია, ლორე ვენსელსი და იავან ვატრემეზი.

როგორც "ლე ბლოს" ახალმა თავკაცმა განაცხადა, ამჟამად გამოძახებული მორაგბეები ძირითად
საწვრთნელ ცენტრში, მარკუისში შეიკრიბებიან და მათ ფიზიკურ კონდიციებს შეამოწმებენ.

ცხადია, საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეთა უმრავლესობა სწორედ იმ გუნდებიდანაა, რომლებმაც პლეი ოფში გააღწიეს, თუმცა ამ საწვრთნელი შეკრების შემდეგ, გამორიცხული არ არის, გუნდში ახალი, საინტერესო მოთამაშეები გამოჩნდნენ.

საფრანგეთის ნაკრები ივნისში სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრება და არგენტინის ნაკრებთან ტესტ-მატჩებს გამართავს. შეგახსენებთ, რომ "პუმები" წლეულს პირველად ჩაერთვება სამხრეთ ნახევარსფეროს ბობოლათა ბრძოლაში და ამდენად, საინტერესოა, რა დონეზე იმყოფება სადღეისოდ არგენტინელთა უმთავრესი გუნდი.

საფრანგეთის ნაკრები
იოან ჰუგე, მარვინ ოკონორი (ორივე-ბაიონი), ბენუა გიოტი, რაფალ ლაკაფია, ლორე ვენსელსი, იავან ვატრემეზი (ოთხივე-ბიარიცი), ტიბო დუბარი (ბრივი), ლუკას დუპორტი (გრენობლი), ანტონი გუილამონი (ლიონი), დავიდ ატუბი, ჟულიენ დიუპიუი, ალექსანდრ ფლანკარტი, პასკალ პაპე, ჟულის პლისონი, რაბან სლიმანი, დიმიტრი სჟარჟევსკი (შვიდივე-სტად ფრანსე), ბრაის დულინი, მაქსიმ მაშენო (ორივე-აჟენი), თომას სინაელი (დაქსი), ფლორან კანავეზე, დამიენ შული, ჟილემ ჟირადო, მაქსიმ მერმოსი, ჟოფრეი მიშელი, ადრიენ პლანტე, რომან ტაოფიფენუა (შვიდივე-პერპინიანი), კამილ ლოპესი (ბორდო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული