ფიჯის ნაკრები "გლოსტერთანაც" დამარცხდა

AutoSharing Option
ნოემბრის ტესტებზე საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ ფიჯის ეროვნულმა გუნდმა საწვრთნელი შეხვედრა გამართა ინგლისურ კლუბ "გლოსტერთან" და 29:31 დამარცხდა.

თამაში, ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ დაძაბული და უაღრესად უშეღავათო გამოდგა. ფიჯელები განსაკუთრებული აქტიურობით მატჩის პირველ ტაიმში გამოირჩეოდნენ, მანამდე, სანამ მეტოქემ ხელდახელ თამაშის საშუალება მისცა.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს 15 კაცით შვიდკაცა რაგბის თამაშს ცდილობდნენ. არადა, რაგბის ამ ნაირსახეობაში ფიჯელები შეუდარებელნი არიან.

გლოსტერელებმა მეორე ტაიმში თამაში ჩაკეტეს. აქცენტი მორკინალებით მიძალებაზე აიღეს და ბურთს ძირითადად ისინი აკონტროლებდნენ. ინგლისურმა კლუბმა მეტოქეს ღონით აჯობა და თამაშიც
მოიგო.

ფიჯელებმა სამი ლელო გაიტანეს. თითი-თითო ლელო მიითვალეს შერკინების კვაჭმა ტუაპატი ტალემაიტოგამ, გარემარბებმა ტიმოჩი მატანავუმ და ვატისონი ვატუმ. ერთი გარდასახვა და ოთხი საჯარიმო მგეზავი ჯონეტანი რალულუს ანგარიშზეა (14 ქულა).

ფიჯის ნაკრები მომავალ უქმეებზე დუბლინში ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება და მერე გეზს თბილისისკენ აიღებს.

გლოსტერი-ფიჯი 31:29
ფიჯი: 15. მეტუისილა ტალებულა, 14. ტიმოჩი მატანავუ, 13. სამუ ვარა, 12. ჯოშ მატავესი, 11. ვატისონი ვატუ, 10. ჯონეტანი რალულუ, 9. კელემედი ბოლა. 1. სტეფანო სამოსა, 2. ტუაპატი ტალემაიტოგა, 3. მანასა საულო, 4. აპისოლამე რატუნიიარამა, 5. სეკონაია კალუ, 6. ჯოვილი დომოლალაი, 7. მალაკაი ვოლაუ, 8. ნემანი ნაგუსა.
16. სერემია მაურეურე, 17. დიკონ მანუ, 18. რატუ პენიჯამინი, 19. აპი ნაიკატინი, 20. ილიესა რატუვა, 21. ნიკოლა მატავალუ, 22. რავაი ფატიაკი, 23. აისეა ნატოგა.

"ლობუშებმა" "ტეროსი" დასცეს
ევროპის ერთა თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქე პორტუგალიის ეროვნული გუნდი ტურნეში სამხრეთ ამერიკაში იმყოფება. "ლობუშებმა" იქ პირველი მატჩი ურუგვაის ნაკრებთან გამართეს და 32:25 მოიგეს.

ერთა თასზე ჩვენი გუნდის მეტოქე გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტია და ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების საგზურის მოპოვებისთვის ბრძოლას სერიოზულად აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ "ლობუშებს" ტურნეში რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლია, გუნდმა საკუთარი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინა და საკმაოდ ძლიერ, ამასთან ერთად, უხერხულ მეტოქეს მისსავე მოედანზე მოუგო.

მატჩის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ლუზიტანელების მინიმალური უპირატესობით დასრულდა - 12:11. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ანგარიშში დაწინაურება მალევე შეძლეს 18:12, თუმცა თამაშის მიწურულისკენ ტაბლოზე ერთი და იგივე ციფრები ენთო - 25:25.

შეხვედრის ბოლო წუთებზე კი პორტუგალიელებმა მეტოქის დაცვის შეცდომების სერია კარგად გამოიყენეს და გამარჯვების ლელო გაიტანეს - 32:25.

მომდევნო შეხვედრას "ლობუშები" ჩილეს ნაკრებთან გამართავენ.

პორტუგალიის ნაკრები:
პირველი ხაზი: ფრანსიშკუ ფერნანდესი (ბეზიე), ენტონი ალვეში (შალონი), ჟორჟე სეგურადო, ჟოაო კორეია (ორივე-დირეიტო), ბრუნო როჩა (აესისტექნიკო), ჟოზე დაკოსტა (აგრონომია), მაიკ ტაჯერო (მასი).
მეორე ხაზი: გონსალო უვა (ნარბონი), დავიდ დე რეისი (შატორენარი), ერიკ დოს სანტოსი (მონ დე მარსანი).
მესამე ხაზი: ფრასიშკუ დე სოუზა (კასკაისი), ფერნანდო ალმეიდა (აგრონომია), ტიაგო გირაუ (კდული), ჟაკ ლე რუ (ქოვენთრი), ლორან ბალანჟე (სენ ჟან დე ლუზი).
#9: ნუნო კოსტა (კდული), პედრო ლეალი (დირეიტო).
#10: სამუელ მარკესი (ალბი), ფრანსიშკუ მაგალიაეში (კდული).
#12-13: კარლ მურეი (კდული), ჟოზე ლიმა (ნარბონი), ალექსანდფრე ბაროში (როდეზი).
#11-14: გონსლაო ფორო (კდული), ფრანსიშკუ აპლეტონი (პო), ვილფრედ როდრიგესი (მასი).
#15: ანტონიო აგილარი (დირეოტო).

"ლომები" აფრიკულ მიწაზე ბრდღვინავენ
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქე ერთა თასის გათამაშებაში ესპანეთის ეროვნული გუნდი ტურნეს აფრიკაში მართავს. "ლომები" ამჟამად ნამიბიაში იმყოფებიან, სადაც ზიმბაბვესა და მასპინძელთა ნაკრებებს უნდა დაუპირისპირდნენ.

პირველ მატჩში ესპანელებმა ზიმბაბვეს დამაჯერებლად 47:14 სძლიეს. აღსანიშნავია, რომ ევროპელებმა ორი სრულიად განსხვავებული ტაიმი ითამაშეს. პირველ ნახევარში უპირატესობა ძალისმიერ, მორკინალებით შეტევებს მიანიჭეს და, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში თავიდანვე დაწინაურდნენ, ტაიმი მაინც შედარებით მოკრძალებულად, ხუთი ქულის სხვაობით მოიგეს - 14:9.

შესვენების შემდეგ "ლომებმა" თამაში გაშალეს და ამჯერად უკანახაზელებმა გაინავარდეს. ზიმბაბვემ მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა და მეტოქის ხუთ ლელოს მხოლოდ ერთით უპასუხა.

მომდევნო შეხვედრას ესპანელები მასპინძლებთან, ნამიბიის ნაკრებთან გამართავენ.

ესპანეთის ნაკრები
მეთიუ კუკი, ხავიერ ლორენსი (ორივე-ლა ვილა), ხუან ლაზარო, ხავიერ კანოსა (ორივე-მადრიდის ატლეტიკო), ანხელ ვასკესი (ცისნეროს), ხავირ ლორდანი, ქორი სმითი (ორივე-კახასოლი), ხუან ტუდელა, მატიას ტუდელა (ორდისია), პაბლო ფეიხო (ბერა ბერა), ხუან პინაგა (გერნიკა), ოიერ ესპონდალი (ერნანი), ჯეკ კარტერი, დანიელ ვაკუერო, სესარ სემპერე (სამივე-ელ სალვადორი), ხესუს ბლანკო, ჯოსე ბლანკო (ორივე-ვიგო), ხესუს მორენო (ლიმოჟი), ხესუს ნუნესი (ლილი), ბენატ ეჩებერი (ტიროსი), ადრიან აისტერანი, ენტონი პრადალი (ორივე-პერიგო), ლიონელ პარდო (ბეზიე), დავიდ ბარერა (ლანჟონი), ხოსე ატჩინსონი, ხაიმე ნავა (ორივე-ბურგ ან ბრესი), დავით გურგენიძე (არმია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული