ბოკეს რეაბილიტაციის ერთი შანსი

AutoSharing Option
ნოემბრის ტესტების ბოლო დღის ყველაზე საინტერესო მატჩი ლონდონში, "თვიქნემზე" გაიმართება. 2011 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე "ბორჯღალოსნების" მეტოქე ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონ, სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"პომებმა" აქამდე გამართული სამი მატჩიდან ორში, ავსტარლიისა და სამოას ნაკრებები დაამარცხეს. ორი შეხვედრა მოიგო "ბოკემაც". ვილემ დე ფილიერსის ბიჭებმა ორივეში გაჭირვებით იმარჯვეს, შეიძლება ითქვას, რომ წაგებას გადაურჩნენ. მაგრამ კოკამ მესამედ წყალი აღარ მოიტანა და "ბორჯღალოსნების" კიდევ ერთ მეტოქესთან, შოტლანდიის ნაკრებთან 17:21 დამარცხდნენ.

დე ფილიერსმა, რომელიც თავისი ქვეყნის სპორტული მედიის უმძიმეს წნეხს განიცდის, გუნდის
ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა. რვა ნომრის პოზიციაზე რაიან კანკოვსკის ნაცვლად ისევ პიერ სპისი დააბრუნა. ცხრა ნომრიანი კვართი კი რუან პინარს ანდო. შესამაბისად, ფრანსუა ჰუგარმა სათადარიგოებში გადაინაცვლა, კანკოვსკისთვის კი ადგილი იქაც არ მოიძებნა.

"ტყუილად მიკიჟინებენ, რომ მოთამაშეები ბითუმად უნდა შევცვალო. მსგავსს არაფერს ვაპირებ. ჩვენ ძალიან მაღალი დონის, შესანიშნავი მორაგბეები გვყავს, რომლებსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ.

კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ შაბათს, "თვიქნემზე" ნოემბრის ტესტების ყველაზე რთული თამაში მოგველის. ინგლისელთა თავკაცმა მარტინ ჯონსონმა შესანიშნავი გუნდის შექმნა შეძლო. მსოფლიო თასამდე ცოტა დროა დარჩენილი და, ვფიქრობ, ინგლისელები კიდევ მოუმატებენ. ეს გუნდი ახალ ზელანდიაში ფავორიტი იქნება" - თქვა დე ფილიერსმა.

ამასობაში, სრულიად განსხვავებული პრობლემებითაა დაკავაბეული "პომების" მწვრთნელთა შტაბი. ტესტების პირველი დღის შემდეგ დოპინგ კონტროლზე ორი "ბოკე", ბიორნ ბესონი და ჩილიბოი რელეპელე ჩავარდა. ამ ფაქტმა ინგლისელთა თავკაცი მარტინ ჯონსონი ერთობ დააფიქრა და გუნდის ყველა მოთამაშეს დამატებითი დოპინგ კონტროლი ჩაუტარა. მისთვის საბედნიეროდ, ყველა სუფთა აღმოჩნდა.

ჯონსონმა საწვრთნელი შეკრებიდან თერთმეტი მოთამაშე გაათავისუფლა, რადგან მათ კლუბებს, მომავალ უქმეებზე, საშინაო ჩემპიონატში მნიშვნელოვანი მატჩები აქვთ. ესენია: ჯეიმზ ჰესკელი, დელონ არმითიჯი, ენტონი ალენი, დეივ ეთვუდი, ჯორჯ ჩატერი, პაულ დორან-ჯოუნზი, ტიმ პაინი, კრის რობშო, დევიდ სტრიტლი, ჯეიმზ სიმპსონ-დენიელი და ჯო ვორსლი.

სამხრეთ აფრიკა: 15. ზან კირხნერი, 14. ხიო ეპლონი, 13. ფრანსუა სტეინი, 12. იან დე ფილიერსი, 11. ლუაზი მვოვო, 10. მორნი სტეინი, 9. რუან პინარი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ბისმარკ დუ პლესი, 3. იან დუ პლესი, 4. ბაკი ბოთა, 5. ვიქტორ მეტფილდი, 6. დეონ სტეგმანი, 7. ჟუან სმითი, 8. პიერ სპისი
16. ადრიან სტრაუსი, 17. სი ჯეი ფან დერ ლინდე, 18. ფილიპ ფან დერ მერვე, 19. ვილემ ალბერტსი, 20. ფრანსუა ჰუგარი, 21. პატრიკ ლამბიე, 22. ედი იაკობსი


ნარშავები სამოას უფრთხიან
2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქე შოტლანდიის ეროვნული გუნდი ნოემბრის ტესტების ბოლო შეხევდრას ედინბურგში, "მერიფილდზე" სამოას საკმაოდ ძლიერ გუნდთან გამართავს.

ნარშავების მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა, გასულ უქმეებზე მსოფლიოს ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის ნაკრების მძლეველ გუნდში ერთი ცვლილება განახორციელა. მან რვა ნომრის პოზიცია 23 წლის რიჩი ვერნონს ანდო. მისთვის ეს ეროვნულ გუნდში მოხვეჭილი მეორე კეპი იქნება.

"სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვება უკვე ისტორიის საკუთრებაა. ის რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ. ჩვენი მომდევნო მეტოქე ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული და თამაში არანაკლებ მძიმე იქნება.

ამასთან, მინდა მივულოცო ალან იაკობსენს და შონ ლამონტს. სამოსათან მატჩი მათთვის საიუბილეო, 50-ე იქნება. ეს მოთამაშეები ათასი ტრავმისა და სირთულებიის მიუხედავად, რაგბის, თავიანთი კლუბებისა და ეროვნული ნაკრების ბოლომდე ერთგულნი დარჩნენ. ისინი სამაგალითონი არიან" - თქვა ენდი რობსონმა.

შოტლანდია: 15. ჰუგო საუთვილი, 14. ნიკი ვოლკერი, 13. ჯო ენსბრო, 12. გრემ მორისონი, 11. შონ ლამონტი, 10. დენ პარქსი, 9. რორი ლაუსონი, 1. ალან იაკობსენი, 2. როს ფორდი, 3. ევან მურეი, 4. ნათან ჰინესი, 5. რიჩი გრეი, 6. კელი ბრაუნი, 7. ჯონ ბარკლი, 8. რიჩი ვერნონი
16. დაგ ჰალი, 17. მურეი ლოუ, 18. ჯიმ ჰამილტონი, 19. როს რენი, 20. მაიკ ბლერი, 21. რუარიდ ჯეკსონი, 22. მაქს ევანსი


ლე ბლეს უედრაოგო დაუბრუნდა
არგენტინის ნაკრებთან მძიმე ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ლივერმონმა ძირითად შემადგენლობაში ფულენსე უედრაოგო დააბრუნა. "მონპელიეს" მესამეხაზელის ფეთქებადი თამაში ფრანგთა გუნდს "პუმებთან" მატჩში აშკარად აკლდა. ლივერმონი იმედოვნებს, რომ ის ამ დანაკლისს "ვილაბებთან" მატჩში აუცილებლად შეავსებს.

22-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო რვა ნომერი იმანოლ არინორდოკი. მის ადგილს მეორეხაზელი სებასტიან შაბალი დაიკავებს. გადაადგილებაა უკანა ხაზშიც. პერპინიანელი ჟერომ პორიკალი ფულბეკად ითამაშებს, ალექსისი პალისონი კი გარემარბის პოზიციაზე გადაინაცვლებს. კვლავ სათადარიგოთა შორის იქნება ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი. ლივერმონს მიაჩნია, რომ კლერმონელი მორგან პარა ამჟამად უკეთეს ფორმაშია.

საფრანგეთი: 15. ჟერომ პორიკალი, 14. იან იუჟე, 13. ორელიან რუჟერი, 12. იანიკ ჟოზიონი, 11. ალექსის პალისონი, 10. დამიენ ტრაი, 9. მორგან პარა. 1. ტომას დომინგო, 2. ვილიამ სერვა, 3. ნიკოლა მასი, 4. ჟულიენ პიერი, 5. ლიონელ ნალე, 6. ტიერი დუსოტუარი, 7. ფულენსე უედრაოგო, 8. სებასტიან შაბალი
16. ჟილემ ჟირადო, 17. ჟერომ შუსტერი, 18. ჟერომ ტიონი, 19. ჟულიენ ბონერი, 20. დიმიტრი იაშვილი, 21. ფაბრის ესტებანესი, 22. მარკ ანდრე










მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული