ერთადერთი მატჩი, სადაც ნებისმიერი ანგარიში გაკვირვებას მაინც გამოიწვევდა, საფრანგეთისა და ავსტრალიის ნაკრებების დაპირისპირება იყო, რომელიც "ლე ბლოს" გამარჯვებით დასრულდა.
ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ტესტების ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრების მეტოქის, იაპონიის ეროვნული გუნდის შეხვედრა იყო ბუქარესტში, ქართველი ქომაგისთვის კარგად ნაცნობ რუმინეთის ნაკრებთან.
ამომავალი მზის ქვეყნის შვილებმა "მუხის ფოთლებს" 18:13 მოუგეს. მათ მასპინძლებს ექვსი საჯარიმო გაუტანეს. ექვსივე ფულბეკ აიუმუ გორომარუს ანგარიშზეა.
რუმინელთა რიგებში ითამაშა შერკინების კვაჭმა ოთარ ტურაშვილმა, რომელიც მატჩში 54-ე წუთიდან ჩაერთო.
ცხადია,
ამ დროისთვის ისინი მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდნენ მეტოქეს - 12:14. თუმცა, მერე ტონგელებმა იმძლავრეს და "არწივებს" ოთხი ლელო გაუტანეს - 40:12.
დიდი ბრძოლის გადატანა მოუწია ახალი ზელანდიის ნაკრებს სტუმრად ედინბურგში, "მერიფილდზე" შოტლანდიის ნაკრებთან. "სკოტების" სათავეში ახალზელანდიელი მწვრთნელის, ვერნ კოტერის მისვლის შემდეგ გუნდი კარდინალურად შეიცვალა.
"ნარშავები" ახლა ხელწამოსაკრავი გუნდი აღარავისთვის იქნება და ექვსი ერის მომავალ გათამაშებაშიც, სავარაუდოდ, სიურპრიზებს შემოგვთავაზებს.
შოტლანდიელები "ოლ ბლექსს" 26-ე წუთამდე უგებდნენ. მერე სტუმრებმა ანგარიშში დაწინაურება შეძლეს. 73-ე წუთამდე ახალზელანდიელთა უპირატესობა მხოლოდ ერთი ქულა იყო - 17:16.
როგორც სჩვევიათ, მათ მეტოქე სწორედ მატჩის ბოლო წუთებზე გატეხეს და 24:16 მოუგეს.
დრამატული და უაღრესად საინტერესო გამოდგა სამხრეთ აფრიკისა და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირება ლონდონში, "თვიქნემზე". "ბოკემ" ირლანდიაში განცდილი მარცხის შემდეგ ძალების მობილიზება შეძლო და მეტოქეს 31:28 სძლია.
მატჩში ჯამში ექვსი ლელო გავიდა და აქედან ოთხი მოლის გამოყენებით. თამაშის ამ კომპონენტით მეტოქის დაჩაგვრას არც "პომები" თაკილობდნენ და არც მათი მეტოქე. რატომ მიიჩნევა მოლით თამაში საქართველოს ნაკრებისთვის "სირცხვილად", გაუგებარია.
სტუმრებმა მატჩის პირველ ნახევარში უკეთ ითამაშეს და შესვენებამდე 14 ქულით დაწინაურდნენ - 20:6. მეორე ტაიმში "პომები" საგრძნობლად გააქტიურდნენ, მატჩის ბოლოსკენ ანგარიშში სხვაობა სამ ქულამდეც შეამცირეს, მაგრამ მეტის მიღწევა ვეღარ მოახერხეს. "ბოკემ" ნოემბრის წლევანდელ ტესტებზე პირველად მოიგო - 31:28.
არანაკლებ დაძაბული გამოდგა საფრანგეთისა და ავსტრალიის ნაკრებების "ჯახიც". აქ სამი ქულის სხვაობით მასპინძლებმა გაიმარჯვეს - 29:26.
ნოემბრის ტესტები
კანადა-სამოა 13:23
კანადა: ლ - ტრეინორი. 2ს - მაკრორი. გ - პიტჩარდი.
სამოა: 2ლ - პერენისე, სტენლი. 3ს,2გ - სტენლი.
იტალია-არგენტინა 18:20
იტალია: 5ს - ჰაიმონა (4), ორკერა. ა - ჰაიმონა.
არგენტინა: 2ლ - ამოროსინო, დე ლა ფუენტე. 2ს - სანჩესი, ერნანდესი. გ - ერნანდესი.
რუმინეთი-იაპონია 13:18
რუმინეთი: ლ - საჯარიმო. 2ს,გ - ვლაიკუ.
იაპონია: 6ს - გორომარუ.
უელსი-ფიჯი 17:13
უელსი: 3ლ - ნორსი, კატბერტი, საჯარიმო. გ - პრისტლენდი.
ფიჯი: ლ,გ,2ს - ნადოლო.
ინგლისი-სამ. აფრიკა 28:31
ინგლისი: 3ლ - ვილოსნი, მორგანი, ბარიტი. 3ს - ფარელი (2), ფორდი. 2გ - ფარელი.
სამ.აფრიკა: 3ლ - სერფონტეინი, ბურხერი, რეინახი. 3ს,2გ,ა - ლამბიე.
ტონგა-აშშ 40:12
ტონგა: 5ლ - ვანიკოლო, მააფუ, ლილო, ჰალაიფონუა, ლატუ. 3გ - მორათი (2), ფოსიტა. 3ს - მორათი.
აშშ: 2ლ - სტენფილი, ქაილი. გ - ნიუა.
შოტლანდია-ახ. ზელანდია 16:24
შოტლანდია: ლ - სეიმური. 3ს,გ - ლაიდლოუ.
ახ.ზელანდია: 2ლ - ვიტო, ტრუში. 3ს - კარტერი, კრადენი, სლედი. გ - სლედი.
საფრანგეთი-ავსტრალია 29:26
საფრანგეთი: 2ლ - ტილიუს-ბორდე, თომასი. 2გ - ლოპესი. 5ს - ლოპესი (4), კროკოთი.
ავსტრალია: 2ლ - ეშლი-კუპერი, საიმონსი. 2გ - ფოლი, ფოლაუ. 4ს - ფოლი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"