ტურის მატჩი: "სტორმერზი"-"კრუსეიდერზი"

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მე-12 ტური A ჯგუფის ლიდერის ბრისბენის "რედსისა" და აუტსაიდერ "მელბურნ რებლზის" დაპირისპირებით გაიხსნა. ტურნირის დებიუტანტმა საკუთარ მოედანზე წლეულს შესანიშნავად მოთამაშე "წითლებთან" ვერაფერი გააწყო და 18:33 დამარცხდა.

"რებლზის" თავკაცმა როდ მაკქუინმა ინგლისელი მგეზავი დენი სიპრიანი საერთოდ არ ათამაშა, თუმცა ამით გუნდმა ვერაფერი იხეირა. მელბურნელები, სიპრიანით თუ უმისოდ, ერთნაირად აგებენ. ბრისბენელებმა გადამწყვეტი უპირატესობა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მოიპოვეს, როცა 38-ე წუთისთვის მეტოქეს სამი ლელო დაუდეს და 26:8 დაწინაურდნენ.

"რედსმა" მასპინძლებს ოთხი ლელო გაუტანა, რაზეც რებლზელებმა ამდენივეთი უპასუხეს. ამასთან სტუმართა
მგეზავი ქუადე კუპერი უკეთესი ფეხჩუბინობით გამოირჩა, მან ორი გარდასახვა და სამი საჯარიმო მიითვალა (13 ქულა), მაშინ, როცა მისმა ვიზავი, ჯულიან ჰაქსლიმ მხოლოდ ერთი საჯარიმოს გატანას დასჯერდა (3 ქულა).

გაიმარჯვა B ჯგუფის ლიდერმა ოქლენდის "ბლუზმაც", რომელმაც სტუმრად მოუგო თანაჯგუფელ ველინგთონის "ჰარიკენზს" - 17:11. თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა და უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. მეტოქეებმა თითო-თითო ლელო გაიტანეს. გამარჯვება კი სტუმრებს გარემარბმა ლაკი მონრომ მოუტანა ოთხი საჯარიმოს წყალობით.

ტურის ცენტრალური შეხევდრა კეიპთაუნში შედგება, სადაც C ჯგუფის ლიდერი "სტორმერზი" ზე რაგბის ერთ-ერთ უძლიერსსა და ყველაზე ტიტულოვან გუნდს, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზსს" უმასპინძლებს. ეს თამაში ორი ურთიერთსაპირისპირო სათამაში სტილის ჯახი იქნება. საუკეთესო დაცვის მქონე სამხრეთაფრიკული გუნდი, უმძლავრესი თავდასხმის იერიშების გამკლავებას შეეცდება.

კეიპთაუნელები, რომლებიც შარშან ზე რაგბის გათამაშების ფინალში დამარცხდნენ, წლეულს კიდევ უფრო უკეთ ასპარეზობენ. მათ მიმდინარე ტურნირში მხოლოდ ერთ მატჩში წააგეს, მაშინ, როცა მეტოქეს ორი მარცხი და ერთი ფრე აქვს პასივში.

ამ შეხვედრაში "კრუსეიდრზის" ლიდერი და კაპიტანი რიჩი მაკქოუ თავის ჩვეულ პოზიციაზე, ფლანკერად ითამაშებს. მაკქოუმ, ახლახან, საკმაოდ სერიოზული ტრავმა მოირჩინა და დიდი ხნის შესვენების შემდეგ, წინა ტურის მატჩში რვა ნომრის პოზიციაზე ითამაშა

"მათ კარგი დაცვა და საკმაოდ ჭკვიანი შემტევი მოთამაშეები ჰყავთ. ამიტომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ მაქსიმალურად ყურადღებით გავისარჯოთ. "სტორმერზი" მწვავე კონტრშეტევების განხორციელების საშუალებას არ მოგვცემს, ამიტომ ბურთს უნდა გავუფრთხილდეთ, იოლად არ დავთმოთ, ამაში კი რიჩი მაკაოქუ შეუდარებელია" - თქვა "კრუსეიდერზის" მწვრთნელმა ტოდ ბლეკედერმა.

კიდევ ერთი სამხრეთაფრიკული გუნდი, დურბანის "ნატალ შარქსი", რომელიც პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის შინ ეთამაშება კანბერას "ბრამბიზს". დურბანელებს, ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი, რომ შეინარჩუნოს, აუცილებლად პრემიალური ქულით მოგება მართებთ.

უმძიმეს მდგომარეობაშია შარშანდელი ჩემპიონი პრეტორიის "ბლუ ბულზი", რომელმაც აქამდე მხოლოდ 27 ქულის დაგროვება შეძლო და მე-12 ტურში ისვენებს.
ტურის სხვა შეხვედრებიდან გამოსარჩევია, სიდენეის "ვორათაზის" მატჩი შინ პერთის "ფორსთან". სიდნეელებმა სეზონი შესანიშნავად დაიწყეს, ერთი ხანობა ლიდერობდნენ კიდეც, მაგრამ მერე გუნდის თამაშში რაღაც მოიშალა. "ვორათაზს" ოთხი წაგება დაუგროვდა და 32 ქულით A ჯგუფში მე-2 ადგილზეა.


XII ტური
A ჯგუფი
მელბურნ რებლზი-რედსი 18:33, ვორათაზი-ფორსი
სატურნირო მდგომარეობა
1. რედსი - 45 ქულა, 2. ვორათაზი - 32, 3. ფორსი - 20, 4. მელბურნ რებლზი - 19.

B ჯგუფი
ჰარიკენზი-ბლუზი 11:17, ჩიფსი-ჰაილენდერზი
სატურნირო მდგოამრეობა
1. ბლუზი - 47 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 40, 3. ჰაილენდერზი - 35, 4. ჰარიკენზი - 24, 5. ჩიფსი - 21.

C ჯგუფი
ლაიონზი-ჩიტაზი, სტორმერზი-კრუსეიდერზი, ნატალ შარქსი-ბრამბიზი
სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 42 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 34, 3. ბლუ ბულზი - 27, 4. ჩიტაზი - 20, 5. ლაიონზი - 14.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული