ხარებმა გაიღვიძეს, მაგრამ გვიანია?

AutoSharing Option
ზე რაგბის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტური დარჩა. ერთადერთი გუნდი, რომელიც თავს მეტნაკლებად მშვიდად უნდა გრძნობდეს A ჯგუფის ლიდერი ბრისბენის "რედსია", რომელსაც 50 ქულა დაუგროვდა და უახლოეს მდევარ სიდნეის "ვორათაზს" 10 ქულით უსწრებს.

"რედსმა" მე-13 ტურში B ჯგუფის პირველადგილოსან ოქლენდის "ბლუზს" უმასპინძლა. მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო საკმაოდ საინტერესო გამოდგა და ბრისბენელთა გამარჯვებით 37:31 დასრულდა.
მასპინძლებმა გადამწყვეტ უპირატესობას პირველივე ტაიმში მიაღწიეს და 31- ე წუთისთვის უკვე 24:0-ს იგებდნენ. ამის შემდეგ ბრისბენელებმა ყურადღება მოადუნეს და პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ოქლენდელებს ორი ლელოს
გატანის საშუალება მისცეს. თვითონ კი მონაგარს საჯარიმოთი მხოლოდ სამი ქულა მიუმატეს - 27:14.
მეორე ნახევარი უკვე "ბლუზის" უპირატესობით წარიმართა, თუმცა თამაშის გადარჩენა მაინც ვერ შეძლო. გუნდებმა ოთხ-ოთხი ლელო გაიტანეს, გამარჯვებას კი მასპინძლებმა ორით მეტი საჯარამოს წყალობით მიაღწიეს.

ყველაზე მეტი ქულა "რედსს" მგეზავმა ქუადე კუპერმა მოუტანა, მის ანგარიშზე ოთხი გარდასახვა და სამი საჯარიმოა (17 ქულა). მისმა ვიზავმა ლუკ მაკალისტერმა კი ოთხი გარდასახვა და ერთი საჯარიმო მიითვალა.

ჩ ჯგუფის ლიდერმა კეიპთაუნის "სტორმერზმა" სტუმრად წააგო B ჯგუფის მეოთხეადგილოსან ჰემილთონის "ჩიფსთან" - 23:30. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში სტორმერზელებმა ორი ლელო მიითვალეს, მეტოქეს მხოლოდ ერთი საჯარიმოს გატანის საშუალება მისცეს და შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ნახევარში როლები შეიცვალა. იმ განსხვავებით, რომ ჰემილთონელებმა სამი ლელოს გატანა შეძლეს, სტუმრებს კი მხოლო ერთი საჯარიმო დაანებეს. მასპინძელთა მგეზავმა სტივენ დონალდმა 15 ქულა მოიპოვა (სამი საჯარიმო და სამი გარდასახვა). ვიზავი პიტერ გრანტი მას ორი ქულით ჩამორჩა (სამი საჯარიმო და ორი გარდასახავა).
"სტორმერზს" ახლა 44 ქულა აქვს და მეორეადგილოსან დურბანის "ნატალ შარქს", რომელიც ამ ტურში ისვენებდა, ერთი ქულით უსწრებს.

ოდნავ გამოიკეთა სატურნირო მდგომარეობა ზე რაგბის შარშანდელმა გამარჯვებულმა პრეტორიის "ბლუ ბულზმა". გუნდმა, რომლის მოთამაშეთა უმრავლესობა სამხრეთ აფრიკის ნაკრებს შეადგენს, შინ დიდი ანგარიშით მოუგო გათამაშების დებიუტანტ "მელბურნ რებლზს" - 47:10.

პრეტორიელებმა მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანეს, აქედან სამი "ბოკეს" შუამარბის ვინანდ ულიფიეს ანგარიშზეა, ორი ლელო გაიტანა ფულბეკმა ზან კირხნერმა, თითო ლელო მიითვაელს გარემარბმა ბიორნ ბესონმა და ცხრა ნომერმა ფური დუ პრიმ. მგეზავმა მორნი სტეინმა ექვსი ლელო გარდასახა.

"ბლუ ბულზს" ახლა 36 ქულა აქვს და ჩ ჯგუფში მესამე ადგილზეა. მომდევნო ტურში "ლურჯ ხარებს" ურთულესი მატჩი აქვთ სტუმრად "ნატალ შარქსთან". გამარჯვების შემთხვევაში პრეტორიელთა პლეი ოფში მოხვედრის შანსი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

მოულოდნელად დამარცხდა სტუმრად ბლუმფონტეინის "ჩიტაზთან" გათამაშების უმთავრესი ფავორიტი ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი" - 20:33. სტუმართა გუნდს ტრავმამოშუშებული, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მგეზავის, დენ კარტერის დაბრუნებამაც ვერ უშველა.

პირველი ტაიმი ქრაისთჩერჩელებმა მინიმალური სხვაობით - 17:16 მოიგეს. მეორეში კი მონაგარს მხოლოდ სამი ქულა მიუმატეს, მაშინ როცა "ჩიტაზმა" ორი ლელოს გატანა შეძლო. მატჩის გმირი მასპინძელთა მგეზავი იოსიას ებერსონი გახდა, რომელმაც ერთი ლელო, სამი გარდასახავა და ოთხი საჯარიმო გაიტანა (23 ქულა).

A ჯგუფი
XIII ტური
რედსი-ბლუზი 37:31, ბრამბიზი-ლაიონზი 20:29
სატურნირო მდგომარეობა
1. რედსი - 50 ქულა, 2. ვორათაზი - 40, 3. ფორსი - 25, 4. ბრამბიზი - 22, 5. რებლზი - 19

XIV ტური
ვორათაზი-ლაიონზი , ფორსი-ბრამბიზი
B ჯგუფი
ჰაილენდერზი-ჰარიკენზი 13:6, ჩიფსი-სტორმერზი 30:23
1. ბლუზი - 49 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 44, 3. ჰაილენდერზი - 39, 4. ჩიფსი - 29, 5. ჰარიკენზი - 25

XIV ტური
ბლუზი-სტორმერზი, კრუსეიდერზი-ჩიფსი
C ჯგუფი
ბლუ ბულზი-მელბურნ რებლზი 47:10, ჩიტაზი-კრუსეიდერზი 33:20
სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 44 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 43, 3. ბლუ ბულზი - 36, 4. ჩიტაზი - 29, 5. ლაიონზი - 19.
XIV ტური
ჩიტაზი-მელბურნ რებლზი, ნატალ შარქსი-ბლუ ბულზი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული