სიპრიანიმ ავსტრალიურ კლუბთან ხელშეკრულება შარშან დეკემბერში, ორი პლუს ორი სისტემით გააფორმა. ინგლისელი კი, "მელბურნ რებლზში" მხოლოდ ერთი სეზონია, რაც თამაშობს, თუმცა უკვე გუნდის ხელმძღვანელობასთან სერიოზული პრობლემები აქვს.
როგორც ჩანს, დენი თავისას არც ავსტარლიაში იშლის და გუნდის განაწესს ხშირად არღვევს. "რებლზის" თავკაცმა როდ მაკქუინმა ის რამდენჯერმე სიტყვიერად გააფრთხილა, მერე, როცა სიპრიანიზე არაფერმა იმოქმედა, ფაქტობრივად, გუნდიდან მოკვეთა. ჭირვეული მორაგბე
რაც შეეხება "ბასის", გუნდი დატოვა მგეზავმა ბუჩ ჯეიმზმა და ამიტომ, იძულებულნი არიან მისი სრულფასოვანი შემცვლელი სასწრაფოდ მოძებნონ.
"ჩვენ მართლაც დავუკავშირდით დენი სიპრიანის მენეჯერს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის სასურველი მოთამაშეების სიაში პირველი ნომერია. სიპრიანი ნამდვილად უნიჭიერესი მორაგბეა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა მოხდა ავსტრალიაში, რატომ აღარ ათამაშებენ. ასე რომ, სანამ რამეს გადავწყვეტთ, დიდი ფიქრი და განსჯა გვმართებს" - თქვა "ბასის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკ ბლოფელდმა.