თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა და დრამატული სცენარით განვითარდა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში მეტოქეს ყველაფერში აჯობეს და 16-ქულიანი სხვაობით მოუგეს - 19:3.
კეიპთაუნელებს ასეთი ცუდი პირველი ტაიმი წლეულს ჯერ არ უთამაშია, თუმცა მეორე ნახევარში ვითარება მოედანზე რადიკალურად შეიცვალა. სტუმრებმა მატჩის 71-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირეს - 26:21. შეხვედრის ბოლო წუთზე კი, გამარჯვების ლელო მესამეხაზელმა სხალკ ბურხერმა გაიტანა,
"სტორმერზი" მომდევნო ტურში კანბერაში "ბარამბიზს" ეთამაშება, რომელიც A ჯგუფში მეოთხე ადგილზეა და უმოტივაციოდაა დარჩენილი.
A ჯგუფის ლიდერი ბრისბენის "რედსი" ამ ტურში ისვენებს, მეორე ადგილოსანი სიდნეის "ვორათაზი" კი შინ ეთამაშება D ჯგუფის აუტსადერ იოჰანესბურგის "ლაიონზს". წესით სიდნეელებმა იოლად უნდა მოიგონ, თანაც ერთი საპრემიო ქულაც მიითვალონ, მაგრამ "ლაიონზმა" წინა ტურში კანბერაში სენსაცია გამოჭედა, მოულოდნელად მასპინძელი "ბრამბიზი" დაამარცხა, რაც მიმდინარე გათამაშებაში იოჰანესბურგელთა მეორე გამარჯვებაა.
ძნელი სათქმელია, შეძლებენ თუ არა "ლომები" სიდნეიშიც გაიმეორონ გმირობა, თუმცა ფაქტია, რომ ამ გუნდების ბოლო ცხრა შეხვედრაში ცხრავეჯერ "ვორათაზმა" გაიმარჯვა.
სიდნეელები, როგორც უკვე ვთქვით, A ჯგუფშის მეორე ადგილზე არიან და კარგი შანს აქვთ პლეი ოფში გააღწიონ. "ლაიონზთან" მარცხმა კი შესაძლოა მდგომარეობა საგრძნობლად გაურთულოს.
ზე რაგბის შარშანდელი გამარჯვებული, პრეტორიის "ბლუ ბულზი" სტუმრად ეთამაშება C ჯგუფის მეორეადგილოსან დურბანის "ნატალ შარქსს". "ლურჯი ხარები" მასპინძელთა გუნდს შვიდი ქულით ჩამორჩებიან და იმსითვის, რომ პლეი ოფში თამაშის უფელბის მოპოვებისთვის ბრძოლა განაგრძონ, აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი შანსია, ჩემპიონები პლეი ოფს მიღმა დარჩნენ.
ცხადია, საბრძოლბველად არიან განწყობილნი დურბანელებიც, რომლებიც ბოლო წლებია "ბლუ ბულზთან" მუდამ აგებენ და ახლა ამ ნეგატიური ტრადიციის დარღვევას ეცდებიან.
პრეტორიელთა ცხრა ნომერმა ფური დუ პრიმ ამ შეხვედრას ფინალის ტოლფასი უწოდა, რაც სრულად რეალურად შეესაბამება შექმნილი მდგომარეობას. ფაქტობრივად, ასეა, ვინც მოიგებს პლეი ოფშია.
ნაპიერიში ახალზელანდიური დერბი გაიმართება, სადაც ზე რაგბის შვიდგზის ჩემპიონი ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი", რომელიც B ჯგუფში მეორე ადგილზეა, მეოთხეადგილოსან ჰემილთონის "ჩიფსს" მასპინძლობს. "ჯვაროსნებმა" წინა ტურში სენსაციურად წააგეს შინ ბლუმფონტეინის "ჩიტაზთან" და ყველაფერს იღონებენ ეს სირცხვილ გაცილებით ძლიერ და ტრადიციულ მეტოქესთან გამარჯვებით ჩამოირეცხონ.
"კრუსეიდერზის" ბანაკში საბრძოლოსთან ერთად, სახალისო განწყობაცაა, რადგან ახლახან გუნდის ლიდერმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მგეზავმა, დენ კარტერმა კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა. ამას კიდევ ერთი ლეგენდარული მორაგბის, რიჩი მაკქოუს კომენტარი მოჰყვა, რომელიც ქომაგებს გუნდთან კონტრაქტის გაფორმებას მომავალ კვირაში დაპირდა. ორივე მორაგბე "ჩიფსთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში იქნება.
XIV ტური
ვორათაზი-ლაიონზი, ფორსი-ბრამბიზი
სატურნირო სმდგომარეობა
1. რედსი - 50 ქულა, 2. ვორათაზი - 40, 3. ფორსი - 25, 4. ბრამბიზი - 22, 5. მელბურნ რებლზი - 19.
B ჯგუფი
ბლუზი-სტორმერზი 26:28, კრუსეიდერზი-ჩიფსი
სატურნირო მდგომარეობა
1. ბლუზი - 50 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 44, 3. ჰაილენდერზი - 39, 4. ჩიფსი - 29, 5. ჰარიკენზი - 25.
C ჯგუფი
ჩიტაზი-მელბურნ რებლზი, ნატალ შარქსი-ბლუ ბულზი
სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 48 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 43, 3. ბლუ ბულზი - 36, 4. ჩიტაზი - 29, 5. ლაიონზი - 19.