"ლურჯმა ხარებმა" პირველ ტაიმში შესანიშნავად ითამაშეს და, ფაქტობრივად, მატჩის ბედი გაადწყვიტეს. პრეტორიელებმა, მართალია, მხოლოდ ერთი ლელო გაიტანეს, მაგრამ კვლავ უზადოდ გაისარჯა მათი მგეზავი მორნი სტეინი, რომელმაც მატჩში ექვსი საჯარიმო და ორი გარდასახვა გაიტანა (22 ქულა). პირველი ნახევარი "ბლუ ბულზმა" 23:6 მოიგო.
მასპინძლებმა ხელი მეორე ტაიმშიღა გამოიღეს, თუმცა მხოლოდ ანგარიშის ცხრა
საკმაოდ დაძაბული გამოდგა მატჩის პირველი ტაიმი ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზისა" და ჰემილთონის "ჩიფისის" დაპირისპირებაში. ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ჰემილთონელების მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა და პირველ ნახევარში ფრეს დასჯერდა - 6:6.
შესვენების შემდეგ კრუსეიდერზელები მთელი სიმძლავრით ამოქმედდნენ და მგეზავის, დენ კარტერის შესანიშნავი თამაშის წყალობით გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს. დენმა ხუთი საჯარიმო, თითო არეკნი და გარდასახვა გაიტანა (20 ქულა). ქრაისთჩერჩელებმა თამაში 25:19 მოიგეს და B ჯგუფის ლიდერ ოქლენდის "ბლუზს" ორი ქულით ჩამორჩებიან.
ოქლენდელებმა თავის მხრივ ჩ ჯგუფის ლიდერ კეიპთაუნის "სტორმერზს" უმასპინძლა და 26:28 წააგო. თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა და დრამატული სცენარით განვითარდა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში მეტოქეს ყველაფერში აჯობეს და 16-ქულიანი სხვაობით მოუგეს - 19:3.
მეორე ნახევარში ვითარება მოედანზე რადიკალურად შეიცვალა. სტუმრებმა მატჩის 71-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირეს - 26:21. შეხვედრის ბოლო წუთზე კი, გამარჯვების ლელო მესამეხაზელმა სხალკ ბურხერმა გაიტანა, შეცვლაზე შესულმა მგეზავმა ლიონელ ნდუვენაგემ სგარდასახვა ზუსტად დაარტყა და სტორმერზელებმა მორიგი მოიპოვეს -28:26.
A ჯგუფის ლიდერი ბრისბენის "რედსი" მე-14 ტურში ისვენებდა. მეორეადგილოსანმა სიდნეის "ვორათაზმა" კი იოჰანსებურგის "ლაიონზს" უმასპინძლა და 29:12 დაამარცხა.
სიდნეელების უპირატესობა თამაშის ყველა რგოლში თვალსაჩინო იყო. მათ პირველ ტაიმში მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს და შესვენებაზე 24-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. ხუთი ლელოდან ორი გარემარბ სოსენე ასენის ანგარიშზეა. მართალია, ფულბეკმა ქართლი ბეილიმ ერთი ლელო თვითონაც მიითვალა, მაგრამ ხუთიდან მხოლოდ ორის გარდასახვა შეძლო.
მეორე ტაიმში "ვორათაზს" მონაგარისთვის აღარაფერი შეუმატებია. სტუმრებმა კი მხოლოდ ერთი ლელოს დადება მოახერხეს.
ისევ დამარცხდა გათამაშების დებიუტანტი ავსტრალიური "მელბურნ რებლზი". ახალბედებმა ამჯერად სტუმრად წააგეს ბლუმფონტეინის "ჩიტაზთან" - 21:41. მელბურნელთა რიგებში კვლავ არ გამოჩენილა ინგლისელი მგეზავი დენი სიპრიანი.
XIV ტური
A ჯგუფი
ვორათაზი-ლაიონზი 29:12, ფორსი-ბრამბიზი 13:13
სატურნირო მდგომარეობა
1. რედსი - 54 ქულა, 2. ვორათაზი - 45, 3. ფორსი - 27, 4. ბრამბიზი - 24, 5. მელბურნ რებლზი - 19
XV ტური
ბრამბიზი-სტორმერზი, რედსი-კრუსეიდერზი
B ჯგუფი
ბლუზი-სტორმერზი 26:28, კრუსეიდერზი-ჩიფსი 25:19
სატურნირო მდგომარეობა
1. ბლუზი - 50 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 48, 3. ჰაილენდერზი - 43, 4. ჩიფსი - 30, 5. ჰარიკენზი - 29
XV ტური
ჰარიკენზი-ფორსი, ჰაილენდერზი-ლაიონზი
ჩ ჯგუფი
ჩიტაზი-მელბურნ რებლზი 41:21, ნატალ შარქსი-ბლუ ბულზი 23:32
სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 48 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 43, 3. ბლუ ბულზი - 40, 4. ჩიტაზი - 34, 5. ლაიონზი - 19.
XV ტური
ნატალ შარქსი-ვორათაზი, ბლუ ბულზი-ჩიტაზი