"რედსი" პლეი ოფშია, "ბლუზი" რიგშია

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მე-15 ტურში ყველა ლიდერმა მოიგო. ტურის ცენტრალური შეხვედრა ბრისბენში გაიმართა, სადაც A ჯგუფის ლიდერმა "რედსმა" ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, B ჯგუფის მეორეადგილოსან ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით -17:16 მოიგო.

პირველ ტაიმში "ჯვაროსნებმა" უკეთესად ითამაშეს და 10:7 მოიგეს. შესვენების შემდეგ თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა, ხან ერთი ახერხებდა ანგარიშში დაწინაურებას ხან მეორე. გადამწყვეტი, გამარჯვების მომტანი საჯარიმო "წითლების" მგეზავმა ქუადე კუპერმა მატჩის ბოლო წუთზე გაიტანა.

ამ გამარჯვბეით ბრისბენელებმა A ჯგუფში პოზიცია კიდევ უფრო განიმტკიცეს, ისინი მეორეადგილოსან სიდნეის "ვორათაზს" 12
ქულით უსწრებენ.

ვორათაზელები თავის მხრივ, სტუმრად დამარცხდნენ C ჯგუფის მეორეადგილოსან დურბანის "ნატალ შარქსთან" - 21:26. არადა ავსტრალიელები 51-ე წუთისთვის 21:13-ს იგებდნენ. შესანიშნავად ითამაშა მასპინძელთა მგეზავმა, მსოფლიოს ამომავალმა ვარსკვლავმა პატრიკ ლამბიემ, რომელმაც ერთი ლელო, ორი გარდასახვა და ოთხი საჯარიმო გაიტანა (21 ქულა).

C ჯგუფის ლიდერი კეიპთაუნის "სტორმერზი," სტუმრად A ჯგუფის მეოთხეადგილოსან კანბერის "ბრამბიზს" ეთამაშა, რომელიც აბსოლუტურად უმოტივაციოდაა და, როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქეს უპრობლემოდ სძლია - 16:3.

ბრამბიზელებმა ანგარიში საჯარიმოთი მე-10 წუთზე გახსნეს და მას შემდეგ მონაგარს ვეღარაფერი შემატეს. "სტორმერზმა" მეთოდურად, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე 16 ქულა მოაგროვა და მორიგი, მეცამეტე გამარჯვება მიითვალა.

ბოლო ტურებში საკუთარ თამაშს მიაგნო შარშანდელმა ჩემპიონმა პრეტორიის "ბლუ ბულზმა", რომელმაც მე-15 ტურში შინ დაამარცხა ბლუმფონტეინის "ჩიტაზი" - 32:21. "ლურჯმა ხარებმა" პირველი ნახევარი მშრალი ანგარიშით - 11:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ მათი უპირატესობა კიდევ უფრო თვალსჩინო გახდა.

პრეტორიელებმა სტუმრებს ოთხი ლელო გაუტანეს, აქედან ორი მეორეხაზელი დენი როსუს ანგარიშზეა, რომელიც თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო. მგეზავმა მორნი სტეინმა სამი გარდასახვა და ორი საჯარიმო გაიტანა - 12 ქულა.
"ბლუ ბულზი" 45 ქულით C ჯგუფში მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში A ჯგუფის მეორეადგილოსან სიდნეის "ვორათაზს" უმასპინძლებს. ამ მატჩს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, გამარჯვების შემთხვევაში, პრეტორიელები სიდნეელებს საერთო ჩათვლაში გაუსწრებენ.

რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე პლეი ოფში თამაშის უფლება, ფაქტობრივად, ერთ გუნდს, ბრისბენის "რედსს" აქვს განაღდებული. "წითლები" მომდევნო ტურში შინ ეთამაშებიან სრულიად უმოტივაციო "ბრამბიზს" და, სავარაუდოდ, ქულათა მონაგარს გაზრდიან.

"რედსს" კვალში მიჰყვება ოქლენდის "ბლუზი", რომელიც B ჯგუფში 54 ქულით ლიდერობს. ოქლენდელები მე-15 ტურში ისვენებდნენ. მომდევნო ტურში კი შინ მიიღებენ ამავე ჯგუფის მეოთხეადგილოსან ჰემილთონის "ჩიფსს". გამარჯების შემთხვევაში "ბლუზი" პლეი ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

მესამე, ვინც ასევე ახლოსაა პლეი ოფთან, კეიპთაუნის "სტორმერზია". ეს სამხრეთაფრიკული გუნდი მომდევნო ტურში სტუმრად ითამაშებს დებიუტანტ "მელბურნ რებლზთან".

XV ტური
A ჯგუფი
ბრამბიზი-სტორმერზი 3:16, რედსი-კრუსეიდერზი 17:16
სატურნირო მდგომარობა
1. რედსი - 58 ქულა, 2. ვორათაზი - 46, 3. ფორსი - 28, 4. ბრამბიზი - 24, 5. მელბურნ რებლზი - 23.
XVI ტური
მელბურნ რებლზი-სტორმერზი, რედსი-ბრამბიზი
B ჯგუფი
ჰარიკენზი-ფორსი 34:28, ჰაილენდერზი-ლაიონზი 22:26,
სატურნირო მდგომარეობა
1. ბლუზი - 54 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 48, 3. ჰაილენდერზი - 44, 4. ჩიფსი - 34, 5. ჰარიკენზი - 34.
XVI ტური
ჰაილენდრზი-ფორსი, ჰარიკენზი-ლაიონზი, ბლუზი-ჩიფსი
C ჯგუფი
ნატალ შარქსი-ვორათაზი 26:21, ბლუ ბულზი-ჩიტაზი 32:21

სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 52 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 47, 3. ბლუ ბულზი - 45, 4. ჩიტაზი - 34, 5. ლაიონზი - 23.
XVI ტური
ბლუ ბულზი-ვორათაზი, ჩიტაზი-ნატალ შარქსი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული