ბოლო მე-18 ტური უმოტვაციოდ დარჩენილი პერთის "ფორსის" გასვლითი მატჩით გაიხნსა "მელბურნ რებლზთან". ზე რაგბის დებიუტანტმა მასპინძელთა გუნდმა კარის გაჯახუნება მოინდომა. ინგლისელი მგეზავის დენი სიპრიანის მეთაურობით მელბურნელებს გამარჯვებამდე ცოტა დააკლდათ. მან მეტოქეს ოთხი საჯარიმო გაუტანა, თუმცა პერთელთა მგეზავმა ჯეიმზ სტანარდმა ერთით
დაგეგმილი გამარჯვება მიითვალა პლეი ოფის კიდევ ერთმა მონაწილემ ოქლენდის "ბლუზმა", რომელიც შინ იოლად გაუსწორდა დანიდინის "ჰაილენდერზს" - 33:16. მასპინძლებმა მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს, თუმცა გუნდში ყველაზე შედეგიანი გარემარბი ლაკი მუნრო იყო, რომელმაც ოთხი საჯარიმო და სამი გარდასახვა გაიტანა (18 ქულა).
A ჯგუფის მეორეადგილოსანი სიდნეის "ვორათაზი" შინ ეთამაშება კანბერის "ბრამბიზს". სიდნეელებს აუცილებლად პრემიალური ქულით გამარჯვება სჭირდებათ. თუმცა, რა ანგარიშითაც არ უნდა გაიმარჯვონ, მათ პლეი ოფში ადგილს ყველა შემთხვევაში გაინაღდებენ, საკითხავი ისღა იქნება, სად უნდა ითამაშონ ნახევარფინალის შესარჩევი მატჩი შინ თუ გარეთ?
"შარშანდელ სეზონშიც ასე იყო. ჩვენი ბედი ბოლო ტურში გადაწყდა. ერთადერთი რასაც ვაპირებთ, მთლიანად მომავალ მატჩზე კონცენტრირებაა და ნაკლებად მივაქცევთ ყურადღებას სხვები როგორ ითამაშებენ. ასე მოვიქეცით შარშან და გაამართლა" - თქვა "ვორათაზის" მწვრთნელმა კრის ჰიკმა.
დიდი, უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი პრეტორიაში, სადაც შარშანდელი ჩემპიონი "ბლუ ბულზი" დურბანის "ნატალ შარქსს" უმასპინძლებს. "ლურჯ ხარებს" ამ შეხევედრაში ფრეც ხელს აძლევს. ორივე გუნდი დღეს დილით ტელევიზორებს მიუჯდებიან და "ვორათაზისა" და "ბრამბიზის" დაპირისპირებას თვალს არ მოაშორებენ, რადგან სიდნეელთა გამარჯვების შემთხვევაში, ერთ-ერთი მათგანი პლეი ოფის მიღმა დარჩება.
"ბლუ ბულზი" რეგულარული გათამაშების დასასრულისკენ ფორმაში შევიდა. პრეტორიელებმა ზედიზედ ექვსი მატჩი მოიგეს და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გამოისწორეს. "ლურჯმა ხარებმა" ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება წინა ტურში, სტუმრად კეიპთაუნში მოიპოვეს "სტორმერზთან" მატჩში - 19:16.
პრეტორიელების შემადგენლობაში ცხრა ნომრად ისევ ფრანსუა ჰაუგარი ითამაშებს, რომელიც ტრავმირებულ ფური დუ პრის შეცვლის, კვლავ აღიდგინა ფორმა და შესანიშნავად თამაშობ მგეზავი მორნი სტეინი. თუ დურბანელებს სტუმრად გამარჯვების მოპოვება უნდათ, ამ ორ მოთამაშეს ხელ-ფეხი უნდა შეუკრან.
"ნატალ შარქსი", რომელიც არანაკლებ ძლიერი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული ვიდრე მისი დღევანდელი მეტოქე, ზე რაგბის წლევანდელ გათამაშებაში არასტაბილურად ასპარეზობს. განსკუთრებით საოცარი იყო "ზვიგენების" მარცხი იოჰანესბურგის "ლაიონზთან".
დურბანელებს ახლახან შეუერთდათ საფრანგეთის ნაკრების ყოფლილი მგეზავი ფრედერიკ მიშალაკი, რომელიც პრეტორიაში ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. შესაბამისად, სამხრეთაფრკული რაგბის იმედმა, პატრიკ ლამბიემ ფულბეკის პოზიციაზე გადაინაცვლა. მწყობრში არიან საბრძოლველად კბილებს ილესავენ "ბოკეს" წევრები, პირველხაზელები ბისმარკ დუ პლესი და ტენდაი მთავარირა.
XVIII ტური
A ჯგუფი
მელბურნ რებლზი-ფორსი 24:2, ვორათაზი-ბრამბიზი
სატურნირო მდგომარეობა
1. რედსი - 62 ქულა, 2. ვორათაზი - 52, 3. ფორსი - 37, 4. ბრამბიზი - 33, 5. რებლზი - 24.
B ჯგუფი
ბლუზი-ჰაილენდერზი 33:16, ჩიფსი-რედსი, კრუსეიდერზი-ჰარიკენზი
სატურნირო მდგომარეობა
1. ბლუზი - 60 ქულა, 2. კრუსეიდერზი -57, 3. ჰაილენდერზი - 45, 4. ჰარიკენზი - 41, 5. ჩიფსი - 40.
C ჯგუფი
ბლუ ბულზი-ნატალ შარქსი, ჩიტაზი-სტორმერზი
სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 58 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 53, 3. ბლუ ბულზი - 53, 4. ჩიტაზი - 39, 5. ლაიონზი - 25.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"