აქ "კრუსეიდერზმა" მოიგო

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშება დასრულდა და planetrugby-მ ტურნირის სიმბოლური ნაკრები გამოავლინა. პრინციპი მარტივია, საუკეთესოები სხვადასხვა პოზიციებზე იმის მიხედვით გამოვლინდნენ, თუ ვინ უფრო მეტჯერ იყო დასახელებული ცალკეული ტურის სიმბოლურ გუნდში.

ისე გამოვიდა, რომ ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი, ხუთი მორაგბე ფინალში წაგებულ ქარაისთჩერჩის "კრუსეიდერზს" ჰყავს. ზე რაგბის ჩემპიონ ბრისბენის "რედსიდან" კი საუკეთესოთა შორის მხოლოდ სამი მოთამაშე მოხვდა. თითო მორაგბე მიავლინა "ვორათაზმა", "ჰაილენდერზმა", "ნატალ შარქსმა", "ბლუზმა", "ფორსმა", "ბლუ ბულზმა" და "ჩიტაზმა".

სიმბოლური ნაკრები: 15. ქართლი ბეილი (ვორათაზი), 14. კეიდი პოკი (ჰაილენდერზი), 13. რობი
ფრანი, 12. სონი ბილ ვილიამსი (ორივე-კრუსეიდერზი), 11. დიგბი იოანი (რედსი), 10. დენ კარტერი (კრუსეიდერზი), 9. ვილი გენია (რედსი)
1. ვაით კროკეტი (კრუსეიდერზი), 2. ბისმარკ დუ პლესი (ნატალ შარქსი), 3. ჯონ აფოა (ბლუზი), 4. ნათან შარპი (ფორსი), 5. ვიქტორ მეტფილდი (ბლუ ბულზი), 6. სკოტ ჰიგინბოთამი (რედსი), 7. ეშლი ჯონსონი (ჩიტაზი), 8. კირან რიდი (კრუსეიდერზი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული