დენი სიპრიანის დიდი 26 წუთი

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მე-5 ტური, A ჯგუფის აუტსაიდერების, "მელბურნ რებლზისა" და პერთის "ფორსის" დაპირისპირებით გაიხსნა. მელბურნელებმა უმძიმეს ბრძოლაში პირველი გამარჯვება მოიპოვეს - 30:29.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა თამაში საკმაოდ აქტიურად დაწყეს და 26-ე წუთისთვის 24:7-ს იგებდნენ. მათ შვიდ-შვიდი წუთის შუალედით სამი ლელო გაიტანეს.
ერთ-ერთი მათგანი ინგლისელი მგეზავის დენი სიპრიანის ანგარიშზეა. მანვე ზუსტად გამოიყენა სამივე გარდასახვაც.

სტუმრები მეორე ტაიმში საგრძნობლად გააქტიურდნენ 63-ე წუთზე დაწინაურება შეძლეს - 29:27. გამარჯვების მომტანი საჯარიმო მასპინძლებისთვის 73-ე წუთზე გარემარბმა მარკ ჯერარდმა გაიტანა.

კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა B
ჯგუფში, სადაც ოქლენდის "ბლუზმა" შინ წააგო ველინგტონის "ჰარიკენზთან" - 25:26.

მატჩი, როგორც ანგარიშიდან ჩანს, ძალზედ საინტერესო და დაძაბული გამოდგა, სტუმრებმა მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს, რისი წყალობითაც მიმდინარე გათამაშებაში მესამე გამარჯვება მოიპოვეს და ლიდერ "ჰაილენდრზს" წამოეწივნენ.

A ჯგუფი
მელბურნ რებლზი-ფორსი 30:29, ვორათაზი-ნატალ შარქსი, ბრამბიზი-ჰაილენდერზი

სატურნირო მდგომარეობა

1. რედსი - 13 ქულა, 2. ბრამბიზი - 9, 3. ვორათაზი - 8, 4. ფორსი - 7, 5. მელბურნ რებლზი - 6.

B ჯგუფი
ბლუზი-ჰარიკენზი 25:26, კრუსეიდერზი-ჩიტაზი

სატურნირო მდგომარეობა

1. ჰაილენდერზი - 16 ქულა, 2. ჰარიკენზი - 15, 3. ჩიტაზი - 14, 4. კრისეიდერზი - 6, 5. ბლუზი - 6.

C ჯგუფი
ბლუ ბულზი-რედსი, ლაიონზი-სტორმერზი

სატურნირო მდგომარეობა

1. სტორმერზი - 12 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 11, 3. ბლუ ბულზი - 10, 4. ჩიტაზი - 6, 5. ლაიონზი - 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული