აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა თამაში საკმაოდ აქტიურად დაწყეს და 26-ე წუთისთვის 24:7-ს იგებდნენ. მათ შვიდ-შვიდი წუთის შუალედით სამი ლელო გაიტანეს.
ერთ-ერთი მათგანი ინგლისელი მგეზავის დენი სიპრიანის ანგარიშზეა. მანვე ზუსტად გამოიყენა სამივე გარდასახვაც.
სტუმრები მეორე ტაიმში საგრძნობლად გააქტიურდნენ 63-ე წუთზე დაწინაურება შეძლეს - 29:27. გამარჯვების მომტანი საჯარიმო მასპინძლებისთვის 73-ე წუთზე გარემარბმა მარკ ჯერარდმა გაიტანა.
კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა B
მატჩი, როგორც ანგარიშიდან ჩანს, ძალზედ საინტერესო და დაძაბული გამოდგა, სტუმრებმა მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს, რისი წყალობითაც მიმდინარე გათამაშებაში მესამე გამარჯვება მოიპოვეს და ლიდერ "ჰაილენდრზს" წამოეწივნენ.
A ჯგუფი
მელბურნ რებლზი-ფორსი 30:29, ვორათაზი-ნატალ შარქსი, ბრამბიზი-ჰაილენდერზი
სატურნირო მდგომარეობა
1. რედსი - 13 ქულა, 2. ბრამბიზი - 9, 3. ვორათაზი - 8, 4. ფორსი - 7, 5. მელბურნ რებლზი - 6.
B ჯგუფი
ბლუზი-ჰარიკენზი 25:26, კრუსეიდერზი-ჩიტაზი
სატურნირო მდგომარეობა
1. ჰაილენდერზი - 16 ქულა, 2. ჰარიკენზი - 15, 3. ჩიტაზი - 14, 4. კრისეიდერზი - 6, 5. ბლუზი - 6.
C ჯგუფი
ბლუ ბულზი-რედსი, ლაიონზი-სტორმერზი
სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 12 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 11, 3. ბლუ ბულზი - 10, 4. ჩიტაზი - 6, 5. ლაიონზი - 5.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"