"სტორმერზი" ისევ დამანგრევლად უბერავს

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მეექვსე ტურის შემდეგ დაუმარცხებელი ისევ ერთი გუნდია, C ჯგუფის ლიდერი კეიპთაუნის "სტორმერზია".

კვლავ წარუმატებლად ითამაშა ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა ბრისბენოს "რედსმა", რომელმაც სტუმრად წააგო A ჯგუფის ერთ-ერთ აუტსაიდერთან, პერთის "ფორსთან" - 19:45. მასპინძლებმა მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს. საპასუხოდ სამი მიიღეს, მაგრამ ამასთან ერთად, შესანიშნავად გაისარჯა ფულბეკი დევიდ ჰერვი, რომელმაც ოთხი გარდასახვა და ამდენივე საჯარიმო გაიტანა.

ამავე ჯგუფის ლიდერი, კანბერას "ბრამბიზი" შინ დამარცხდა დურბანის "ნატალ შარქსთან" - 26:29. მატჩში ორი ლელო სამხრეთაფრიკული გუნდის ფულბეკმა რაიან ვილჯოენმა მიითვალა. მშვენივრად გაისარჯა
მგეზავის პოზიციაზე ფრანგი ფრედერიკ მიშალაკი. მის ანგარიშზე სამი გარდასახვა და ერთი საჯარიმოა.

A ჯგუფი
ბრამბიზი-ნატალ შარქსი 26:29, ფორსი-რედსი 45:19
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 18 ქულა, 2. ვორათაზი - 13, 3. რედსი - 13, 4. ფორსი - 12, 5. მელბურნ რებლზი - 10.

* * *
B ჯგუფში ორხელისუფლიანობა დამყარდა. ჰემილთონის "ჩიფსმა" შინ დაამარცხა A ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი სიდნეის "ვორათაზი" - 30:13.

დანიდინის "ჰაილენდრზმა" კი "მელბურნ რებლზს" შვიდი ლელო გაუტანა და 43:12 მოუგო. სამი ლელო მესამეხაზელის, ადამ ტომსონის ანგარიშზეა, ორიც ფულბეკმა ბენ სმიტმა მიითვალა.

B ჯგუფი
ჰაილენდერზი-მელბურნ რებლზი 43:12, ჰარიკენზი-ჩიტაზი 38:47, ჩიფსი-ვორათაზი 30:13.
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 22 ქულა, 2. ჰაილენდერზი - 22, 3. კრუსეიდერზი - 18, 4. ჰარიკენზი - 16, 5. ბლუზი - 10.

* * *

C ჯგუფის ლიდერმა, ჯერაც დაუმარცხებელმა კეიპთაუნის "სტორმერზმა" შინ დაამარცხა ტურნირის ფავორიტი და, შესაბამისად, მთავარი კონკურენტი პრეტორიის "ბლუ ბულზი" - 20:17. ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანმა, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზმა" კი სტუმრად მოუგო იოჰანესბურგის "ლაიონზს" - 23:13.

C ჯგუფი
ლაიონზი-კრუსეიდერზი 13:23, სტორმერზი-ნლუ ბულზი 20:17.
სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 24 ქულა, 2. ბლუ ბულზი - 20, 3. ნატალ შაექსი - 17, 4. ჩიტაზი - 12, 5. ლაიონზი - 10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული