სიდნეელები მატჩის პირველ ნახევარში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მეტოქეს ორი უპასუხო ლელო გაუტანეს და ტაიმი თოთხმეტი ქულის სხვაობით მოიგეს - 17:3. მასპინძლები მეორე ტაიმში საგრძნობლად გააქტიურდნენ და 63-ე წუთზე ანგარიშში დაწინაურებაც შეძლეს - 18:17. თუმცა დასკვნით 15 წუთში ვორათაზელებმა მაინც იმძლავრეს და მორიგი გამარჯვება მიითვალეს.
ამავე ჯგუფში, მეორეადგილოსანი კანბერას "ბრამბიზი" შინ დაუპირისპირდება "მელბურნ რებლზს".
A ჯგუფი
ფორსი-ვორათაზი 18:23, ბრამბიზი-მელბურნ
სატურნირო მდგომარეობა
1. ვორათაზი - 21 ქულა, 2. ბრამბიზი - 19, 3. რედსი - 17, 4. მელბურნ რებლზი - 14, 5. ფორსი - 13.
* * *
დურბანის "ნატალ შარქსმა", რომელიც C ჯგუფის ბინადარია, სტუმრად მოუგო ოქლენდის "ბლუზს" - 29:23. ამ მატჩის სცენარი "ვორათაზისა" და "პერთის" დაპირისპირების მსგავსად განვითარდა. დასაწყისში დურბანელები დაწინაურდნენ.
მე-15 წუთისთვის ისინი 15:0 იგებდნენ. მასპინძლებმა ძალების მობილიზება შეძლეს და მეორე ტაიმის დასაწყისში, 42-ე წუთზე ანგარიშში დაწინაურდნენ - 20:15.
ამის შემდეგ "ზვიგენებმა" კიდევ ორი ლელო გაიტანეს, სულ კი მეტოქე ოთხჯერ დაალელოვეს. შესანიშნავად გაისარჯა მათი მგეზავი პარტიკ ლამბიე, რომელმაც სამი გარდასახვა და ერთი საჯარიმო უწია მიზანს.
ტურის ცენტრალური შეხვედრა ქრაისთჩერჩში გაიმართება, სადაც "კრუსეიდერზი" ჯერ კიდევ დაუმარცხებელ კეიპთაუნის "სტორმერზს" დაუპირისპირდება. მასპინძელთა შორის ისევ არ იქნებიან მგეზავი დენ კარტერი და მესამეხაზელი რიჩი მაქოა.
B ჯგუფი
ბლუზი-ნატალ შარქსი 23:29, კრუსეიდერზი-სტორმერზი
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 26 ქულა, 2. ჰაილენდერზი - 22, 3. ჰარიკენზი - 21, 4. კრუსეიდერზი - 19, 5. ბლუზი - 11.
C ჯგუფში "სტორმერზის" უახლოესი მდევარი "ბლუ ბლუზი" სტუმრად ეთამაშება იოჰანესბურგის "ლაიონზს".
პრეტორიელები მეტოქეს, რომელსაც მხოლოდ ერთი მოგება აქვს აქტივში, სავარაუდოდ დაამარცხებენ და შანსი მიეცემათ ლიდერს გაასწრონ.
ამავე ჯგუფის ერთ-ერთი აუტსაიდერი, ბლუმფონტეინის "ჩიტაზი" შინ მიიღებს B ჯგუფის ლიდერ, ჰემილთონის "ჩიფსს".
C ჯგუფი
ჩიტაზი-ჩიფსი, ლაიონზი-ბლუ ბულზი
სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 28 ქულა, 2. ბლუ ბულზი - 24, 3. ნატალ შარქსი - 17, 4. ჩიტაზი - 16, 5. ლაიონზი - 10.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"