სიპრიანი კოლორადო რეპიდსში ვარჯიშობს

AutoSharing Option

ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის "ვოსფსის" მგეზავ, დენი სიპრიანისთან დაკავშირებულ მითქმა-მოთქმას ახალი ძალა მას შემდეგ მიეცა, როცა ის საფეხბურთო კლუბ "კოლრადო რეპიდსთან" ერთად მოვარჯიშე შენიშნეს.
დიდი ხანი არ არის, რაც სიპრიანიმ ახალ ავსტრალიურ სარაგბო კლუბ "მელბურნ რებლზთან" სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მელბურნელები მომავალი წლიდან ზე 14-ის გათამაშებას მეთხუთმეტე გუნდად დაემატებიან და ზეპური რაგბის ეს შესანიშნავი ტურნირი აბსოლუტურად შეცვლილი ფორმატით ჩატარდება.

რაც შეეხება ფეხბურთს, კოლორადოული გუნდი პირველი არ არის, სადაც მან ივარჯიშა. ზაფხულის არდადეგები დენიმ ჯერ "ქუინზ პარკ რეინჯერსის", ხოლო შემდეგ "ტოტენჰემის"

საწვრთნელ შეკრებაზე გაატარა.
 როგორ და რატომ აღმოჩნდა სიპრიანი "კოლორადოში"?

"დენის დიდი ხნის მეგობრობა აკავშირების ჩვენი კლუბის მწვრთნელებთან. ამჟამად გუნდთან ერთად საწვრთნელ შეკრებაზეა. ის საკმაოდ მონდომებულია და, ვფიქრობ, ბიჭებს სერიოზულ კონკურენციას გაუწევდა. " - თქვა "რეპიდსის" მწვრთნელმა გარი სმიტმა.
სიპრიანი ფეხბურთით გატაცებას დროებითს უწოდებს, ამბობს, რომ ასე ფორმის შენარჩუნებას ცდილობს და, როგრც "რებლზის" მთავარ მწვრთნელს როდ მაკქუინს უთხრა, არ აპირებს, 300 ათას ამერიკულ დოლარზე უარი თქვას.

თუმცა სრულიად განსხვავებული მოსაზრება გამოთქვა "კოლორადო რეპიდისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ჯეისონ ჯილჰელმა "ტაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში:
"სიპრიანი იმდენად სერიოზულად ეკიდება საქმეს, რომ ვფიქრობ, ცდილობს გაარკვიოს თავისი შესაძლებლობები ფეხბურთში. თუ დარწმუნდა, რომ წარმატებული კარიერის აწყობა შეუძლია, უკეთესი წინადადების შემთხვევაში გამორიცხული არაა, რაგბიდან ფეხბურთში გადაბარგდეს".

ამ ვერსიას უარყოფს სიპრიანის პრეს-მდივანი კეროლაინ მაკეიტერი.
"დენი თითქმის ყოველდღე ეკონტაქტება "მელბურნ რებლზის" მწვრთნელ როდ მაკქუინს. მას მკაფიოდ გაწერილი მზადების გეგმა აქვს და ავსტრალიაში წლის ბოლოს გაემგზავრება.

რაც შეეხება ფეხბურთით მის დაინტერესებას. "კოლორადო რეპიდსზე" გსმენიათ როდესმე? თუ ფეხბურთის თამაშს გადაწყვეტს, ეს არც "კოლრადო რეპიდსი" იქნება და არც მისი მსგავსი უსახელო გუნდი" - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ სიპრიანის პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ინგლისის ნაკრების თავკაცმა მარტინ ჯონსონმა აითვალწუნა. დენი ნაკრებში ვეღარ ხვდებოდა, რაც მის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებდა. მას მხსნელად ახალი მელბურნული კლუბი მოევლინა. ახლა ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. ზეპურ რაგბიში თავის გამოჩენით უნდა დაამტკიცოს, რომ "პომების" მთავარი მწვრთნელი შეცდა.

 

რებლზმა ახალზელანდიელი კვაჭი შეიძინა

ავსტრალიის ახალმა სარაგბო კლუბმა "მელბურნ რებლზმა" ახლახან კონტრაქტი გააფორმა "ველინგტონის" შერკინების კვაჭ ჯედ რობინსონთან.
27 წლის მორაგბე მელბურნელებს IთM-ის თასის გათამაშების დასრულების შემდეგ შეუერთდება. რობინსონმა შარშან ზე 14-ის გათამაშებაში "ჰარიკენზის" შემადგენლობაში ითამაშა და ურიგოდ არ გამოიყურებოდა. მაგრამ, მერე ენდრიუ ჰორმა ტრავმა მოიშუშა და ჯედმა წლევანდელი სეზონი მთლიანად სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
"ვფიქრობ, უსამართლოდ მომექცნენ. შარშან მშვენივრად ვითამაშე და მეტს ვიმსახურებდი. "რებლზის" ხელმძღვანელების შემოთავაზებას სიხარულით დავთანხმდი. მელბურნელების გარდა,  მოლაპარაკებას კიდევ ერთ ავსტრალიურ გუნდ "ფორსთან" ვაწარმოებდი, მაგრამ მსოფლიო თასის მომგებ როდ მაკქუინთან მუშაობა ვარჩიე.
გუნდში რამდენიმე უმაღლესი რანგის ვარსკვლავია- ინგლისელები დენი სიპრიანი და მაიკლ ლიპმენი, ავსტრალიელი სტირლინგ მორთლოქი, ახალზელანდიელი გრეგ სომერვილი. ვფიქრობ, საინტერესო იქნება სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის წარმომადგენელთა ანსამბლში თამაში" -  თქვა რობინსონმა.


 


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული