დენ კარტერი ისევ შუამარბია, რიჩი მაქოა?

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მე-9 ტური B ჯგუფის ბინადრების დანიდნის "ჰაილენდერზისა" და ოქლენდის "ბლუზის" დაპირიპირებით დაიწყო.

ჩვენთვის კარგად ცნობილ "ოტაგო სთედიუმზე" დანიდინელებმა, რომლებიც წლეულს შესანიშნავად ასპარეზობენ მეექვსე გამარჯვება მოიპოვეს - 30:27.

მიუხედავად იმისა, რომ "ბლუზი" აუტსაიდერია, მეტოქეს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. პირველი ტაიმი მათ მხოლოდ ორი ქულით 14:16 დათმეს. თამაშის დასრულებამდე ათი წუთით ადრე კი 27:25 იგებდნენ.

"ჰაილენდერზმა" მოედნის ცენტრში საკმაოდ საწრაფი კომბინაცია გაათამაშა, მგეზავმა მაიკ დელანიმ ბურთი მეტოქის ლელოსკენ გადაკიდა. იქ ორი ოქლენდელი ერთმანეთს შეეჯახა, ამით კი შეცვლაზე შესულმა შუამარბმა
კურტ ბეიკერმა შესანიშნავად ისარგებლა და გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა.

დანიდინელთა შორის ყველაზე შედეგიანი სწორედ დელანი იყო, რომელმაც ექვსი საჯარიმო და ერთი გარდასახვა მიითვალა (20 ქულა). სტუმართაგან კი საუკეთესო მგეზავი გარეთ ანსკომბი გახლდათ, მის ანგარიშზე 17 ქულაა (ხუთი საჯარიმო და ერთი გარდასახვა.

ამავე ჯგუფში არანაკლებ საინტერესო დაპირიპირებაა მოსალოდნელი ველინგთონში, სადაც ადგილობრივი "ჰარიკენზი" ზე რაგბის ყველაზე ტიტულიან გუნდს, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზს" უმასპინძლებს.

"ჯვაროსნებმა" წელს ასპარეზობა ცუდად დაიწყეს და "სიჩქარეს ახლაღა უმატებენ". გასულ ტურში მათ დაუმარცხებელი კეიპთაუნის "სტორმერზის" ძლევა შეძლეს. აი, "ჰარიკენზთან" გასვლით მატჩში მათ კვლავ ვერ დაეხმარება გუნდის ლიდერი და კაპიტანი რიჩი მაქოა. მგეზავი დენ კარტერი კინ ისევ შუმარბის პოზიციაზე ითამაშებს.

B ჯგუფი
ჰაილენდერზი-ბლუზი 30:27
ჰარიკენზი-კრუსეიდერზი

სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 31 ქულა, 2. ჰაილენდრზი - 30, 3. ჰარიკენზი - 25, 4. კრუსეიდერზი - 23, 5. ბლუზი - 12.

* * *
ერთი შეხვედრა გაიმართა A ჯგუფშიც, სადაც ზე რაგბის შარშანდელი ტრიუმფატორი ბრისბენის "რედსი" შინ დამარცხდა წლევანდელი შეჯიბრების უმთავრეს ფავორიტთან, კეიპთაუნის "სტორმერზთან" - 13:23. კეიპთაუნელებმა მასპინძლები თამაშის ყველა კომონენტში დაჯაბნეს და 53-ე წუთისთვის დამაჯერებლად, 20:3 უგებდნენ.

აღსანიშნავია, რომ გუნდის მიერ მოპოვებული ოცდასამი ქულიდან თვრამეტი მგეზავი პიტერ გრანტის ანგარიშზეა (ერთი ლელო, სამი საჯარიმო და ორი გარდასახვა).

ამავე ჯგუფის მეორეადგილოსანი სიდნეის "ვორათაზი" შინ მიიღებს "მელბურნ რებლზს", რომელიც შარშანდელთან შედარებით უკეთ ასპარეზობს. ცხადია, ეს ახალწვეულების დამსახურებაა, განსაკუთრებით კი მელბურნელთა ქომაგები ჯეიმზ ოკონორს ემადლიერებიან. რაც შეეხება ინგლისელ მგეზავ დენი სიპრიანის, ის ავსტრალიურ კლუბში ბოლო სეზონს ატარებს და მომავალი წლიდან ინგლისში ბრუნდება.

A ჯგუფი
რედსი-სტორმერზი 13:23
ვორათაზი-მელბურნ რებლზი

სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 24 ქულა, 2. ვორათაზი - 21, 3. რედსი - 21, 4. მელბურნ რებლზი - 14, 5. ფორსი - 13.

* * *
მე-9 ტურში ყველაზე საინტერესო C ჯგუფის ლიდერის, პრეტორიის "ბლუ ბულზისა" და A ჯგუფის პირველადგილოსანის კანბერას "ბრამბიზის" დაპირისპირება იქნება.

"ლურჯმა ხარებმა" აქამდე შვიდი შეხვედრიდან ხუთი მოიგეს და ხუთივეში პრემიალური ქულები აიღეს. პრეტორიელების გუნი ზე რაგბიში ყველაზე თანაბრად, კარგად დაკომპლექტებულია. ამიტომაც, გამორჩეულად შედეგიანია.

არანაკლებ საინტერესოა დურბანის "ნატალ შარქსის" საშინაო მატჩი B ჯგუფის ლიდერთან, ჰემილთონის "ჩიფსთან". დურბანელები წელს, შარშანდელთან შედარებით ბევრად უარესად გამოიყურებიან და გამორიცხული არ არის პლეი ოფში ვერ გააღწიონ, მით უფრო, რომ C ჯგუფს სათავეში "ბლუ ბულზი" და "სტორმერზი" უდგანან.

C ჯგუფი
ნატალ შარქსი-ჩიფსი
ბლუ ბულზი-ბრამბიზი


სატურნირო მდგომარეობა
1. ბლუ ბულზი - 29 ქულა, 2. სტორმერზი - 29, 3. ნატალ შარქსი - 22, 4. ჩიტაზი - 17, 5. ლაიონზი - 10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
C
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული