ლიდერები თავისას არ იშლიან

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მე-9 ტური B ჯგუფის ბინადრების, დანიდინის "ჰაილენდერზისა" და ოქლენდის "ბლუზის" დაპირისპირებით დაიწყო. დანიდინელებმა, რომლებიც წლეულს შესანიშნავად ასპარეზობენ, მეექვსე გამარჯვება მოიპოვეს - 30:27.

მიუხედავად იმისა, რომ "ბლუზი" აუტსაიდერია, მეტოქეს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. პირველი ტაიმი მათ მხოლოდ ორი ქულით 14:16 დათმეს. თამაშის დასრულებამდე ათი წუთით ადრე კი 27:25 იგებდნენ.

დანიდინელთა შორის ყველაზე შედეგიანი მაიკ დელანი იყო, რომელმაც ექვსი საჯარიმო და ერთი გარდასახვა მიითვალა (20 ქულა). სტუმართაგან კი საუკეთესო მგეზავი გარეთ ანსკომბი გახლ
დათ. მის ანგარიშზე 17 ქულაა (ხუთი საჯარიმო და ერთი გარდასახვა).

ამავე ჯგუფში ზე რაგბის მრავალგზის ჩემპიონმა ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზმა" სტუმრად მოუგო ველინგტონის "ჰარიკენზს" - 42:14. "ჯვაროსნების" შემადგენლობაში კვლავ შუამარბად ითამაშა დენ კარტერმა, რომელმაც 22-ე წუთზე ლელო გაიტანა. მგეზავისა და ძირითადი დამრტყმელის ფუნქციებს კი ისევ ახალგაზრდა ტომ ტეილორი ასრულებდა, რომელმაც გუნდს 17 ქულა შესძინა (ოთხი გარდასახვა და სამი საჯარიმო). ფულბეკმა იზრაელ დაგმა კი ორი ლელო მიითვალა.

B ჯგუფი
ჰაილენდერზი-ბლუ ბულზი 30:27, ჰარიკენზი-კრუსეიდერზი 14:42
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 31 ქულა, 2. ჰაილენდერზი - 30, 3. კრუსეიდერზი - 28, 4. ჰარიკენზი - 25, 5. ბლუზი - 12.

X ტური
ბლუზი-რედსი, ჩიფსი-ჰარიკენზი

* * *

A ჯგუფში ზე რაგბის შარშანდელი ტრიუმფატორი ბრისბენის "რედსი" შინ დამარცხდა წლევანდელი შეჯიბრების უმთავრეს ფავორიტთან, კეიპთაუნის "სტორმერზთან" - 13:23. კეიპთაუნელებმა მასპინძლები თამაშის ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და 53-ე წუთისთვის დამაჯერებლად, 20:3 უგებდნენ.

აღსანიშნავია, რომ გუნდის მიერ მოპოვებული 23 ქულიდან თვრამეტი მგეზავი პიტერ გრანტის ანგარიშზეა (ერთი ლელო, სამი საჯარიმო და ორი გარდასახვა).

ამავე ჯგუფში სიდნეის "ვორათაზმა" შინ დაამარცხა "მელბურნ რაბლზი" - 30:21. მასპინძლებმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნეს და მე-16 წუთისთვის უკვე 13:0-ს იგებდნენ. ყველაზე შედეგიანი მასპინძელთა ცხრა ნომერი ბრენდონ მაკკიბინი იყო, რომელმაც სამი საჯარიმო და ამდენივე გარდასახვა გაიტანა (15 ქულა).

A ჯგუფი
რედსი-სტორმერზი 13:23, ვორათაზი-მელბურნ რებლზი 30:21.
სატურნირო მდგომარეობა
1. ვორათაზი - 25 ქულა, 2. ბრამბიზი - 24, 3. რედსი - 21, 4. მელბურნ რებლზი - 14, 5. ფორსი - 13.

X ტური
ფორსი-ნატალ შარქსი, ვორათაზი-კრუსეიდერზი.

* * *

დრამატულად წარიმართა ორივე მატჩი C ჯგუფში. პრეტორიის "ბლუ ბულზმა" შინ დაამარცხა A ჯგუფის ყოფილი ლიდერი კანბერას "ბრამბიზი" - 36:34. მასპინძლებმა პირველი ტაიმი ექვსი ქულის სხვაობით მოიგეს - 19:13. შესვენების შემდეგ კი მგეზავის, მორნი სტეინის ფეხჩუბინობის წყალობით, ანგარიშში კიდევ უფრო დაწინაურდნენ და 77-ე წუთისთვის 36:20-ს იგებდნენ.

კანბერელებს მატჩის მოსაგებად დრო არ ეყოთ. არადა, ბოლო სამ წუთში ორი ლელო გაიტანეს და ანგარიშში სხვაობა ორ ქულამდე შეამცირეს. როგორც უკვე ვთქვით, მასპინძელთა შორის საუკეთესო მორნი სტეინი იყო, რომელმაც გუნდს 26 ქულა შესძინა (7 საჯარიმო, 1 გარდასახვა და ამდენივე არეკნი).

არანაკლებ უშეღავათო გამოდგა დურბანის "ნატალ შარქსისა" და B ჯგუფის ლიდერის, ჰემილთონის "ჩიფსის" შეხვედრა. ახალზელანდიურმა გუნდმა, რომელიც ანგარიშში მუდამ წინ იყო, გამარჯვების მომტანი ლელო ბოლო წუთზე გაიტანა - 18:12.

დურბანელებმა პირველი ტაიმი 3:10 წააგეს. "ზვიგენებმა" თამაში მეორე ნახევარში აშკარად გამოასწორეს და მგეზავის, პატრიკ ლამბიეს საჯარიმოების წყალობით, 66-ე წუთისთვის მინიმალური სხვაობით, 12:13-ს აგებდნენ. მატჩის დამთავრებამდე დარჩენილ 14 წუთში მასპინძლებმა მონაგარს ვეღარაფერი შემატეს. სტუმრებმა კი, თამაშის დრო უკვე დასრულებული იყო, როცა დურბანელთა უყურადღებობით ისარგებლეს და ლელო გაიტანეს.

C ჯგუფი
ნატალ შარქსი-ჩიფსი 12:18, ბლუ ბულზი-ბრამბიზი 36:34.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბლუ ბულზი - 33 ქულა, 2. სტორმერზი - 33, 3. ნატალ შარქსი - 23, 4. ჩიტაზი - 17, 5. ლაიონზი - 10.

X ტური
ლაიონზი-ბრამბიზი, ჩიტაზი-ჰაილენდერზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული