ზე რაგბი არ გაფართოვდება

AutoSharing Option
გრეგ პიტერსს, რომელიც ზე რაგბის გათამაშების ორგანიზატორის აღმასრულებელი დირექტორია, მიაჩნია, რომ ამ შეჯიბრებაში გუნდების რაოდენობის გაზრდა უახლოეს წლებში მოსალოდნელი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფორმატის შეცვლა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა მოითხოვა, რათა მე-16 გუნდად პორტ-ელიზაბეტის "სამხრეთელი მეფეები" დაემატებინათ.

თუ ზე რაგბის ფორმატი მართლა არ შეიცვალა, იქ მოასპარეზე ერთ-ერთ სამხრეთაფრიკულ გუნდს გათამაშების დატოვება მოუწევს. სავარაუდოდ, სამხრეთ აფრიკის კონფერენციის ბოლოადგილოსანს სწორედ "სამხრეთელი მეფეები" ჩაანაცვლებენ. თუმცა ეს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი სულაც არ არის.

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა აქტიური მოლაპარაკება აწარმოეს ავსტრალიისა და
ახალი ზელანდიის რაგბის თავკაცებთან. თუმცა, როგორც ჩანს, მათ კოლეგების დაყოლიება ვერაფრით შეძლეს.

"სამხრეთაფრიკელებმა გვთხოვეს საკითხის განხილვა და საბოლოო ვერდიქტის გამოტანა ცოტა ხნით გადაგვევადებინა. ჩვენ გვაცნობეს, რომ "სამხრეთელი მეფეები" მომავალ წელს ზე რაგბის შეუერთდებიან, თუმცა ეს გათამაშების ფორმატის ცვლილებას არ გამოიწვევს.

მიმდინარე ტურნირის ფორმატით ყველა ძალიან კმაყოფილია და ის, სავარაუდოდ, 2015 წლის 31 დეკემბრამდე უცვლელი დარჩება. ჯერჯერობით მის შეცვლაზე საუბარიც კი ადრეა.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ მოვუსმენთ სამხრეთაფრიკელებს, თუ ისინი რაიმე რეალურ, კონსტრუქციულ გეგმას შემოგვთავაზებენ" - თქვა გრეგ პიტერსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული