ზე რაგბი: "ხარები" ძალებს იკრებენ

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მე-12 ტური C ჯგუფის ლიდერის, პრეტორიის "ბლუ ბულზისა" და A ჯგუფის მეორეადგილოსნის, სიდნეის "ვორათაზის" დაპირისპირებით გაიხსნა. "ლურჯი ხარები", მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერ გუნდთან სტუმრად ასპარეზობდნენ, შესანიშნავად გაისარჯნენ და 27:24 მოიგეს.

სიდნეელებმა, როგორც მასპინძლებს ხშირად სჩვევიათ, თავიდანვე აქტიურად შეუტიეს და პირველი ტაიმი მათი უპირატესობით წარიმართა. თუმცა შესვენებაზე "ვორათაზი" მხოლოდ სამქულიანი უპირატესობით წავიდა - 13:10.

მეორე ნახევარში პრეტორიელებმა თამაში გაათანაბრეს, თუმცა 77-ე წუთამდე 24:21 აგებდნენ. მათი მორიგი იერიში მასპინძელთა ლელოს მისადგომებთან მორკინალთა რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ შერკინების ბურჯმა,
ვერნერ კრუხერმა დაასრულა.

სტუმრებმა საბოლოოდ სამი ლელოს გატანა და მატჩის 27:24 მოგება მოახერხეს. "ბლუ ბულზის" მგეზავმა მორნი სტეინმა სამი გარდასახვა და ორი საჯარიმო მიითვალა (12 ქულა).

A ჯგუფის ერთ-ერთი აუტსაიდერი "მელბურნ რებლზი" 12 მაისს B ჯგუფის მეორეადგილოსანსა და გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზს" დაუპირისპირდება. მართალია, მელბურნელები წლეულს შარშანდელზე უკეთ ასპარეზობენ, მაგრამ არა იმდენად, რომ მრისხანე "ჯვაროსნებს" პრობლემა შეუქმნან.

ავსტრალიური გუნდი სეზონის დაწყების წინ ჯეიმზ ოკონორითა და დაცვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელით, ჯონ მაგლტონით გაძლიერდა, რომელიც მანამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. მიუხედავად ამისა, "მელბურნ რებლზი" ჯერაც ვერ ახერხებს ლიდერთა მარაქაში გარევას.

"კრუსეიდერზმა", რომელიც ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, წლევანდელი სეზონი ცუდად დაიწყო, თუმცა მერე ნელ-ნელა მდგომარეობა გამოასწორა. გუნდს დაუბრუნდნენ ტრავმირებული ლიდერები დენ კარტერი და რიჩი მაქოა. ამის შემდეგ ქრაისთჩერჩელები თამაშს თამაშზე იგებენ.

ზე რაგბის შარშანდელი გამარჯვებული ბრისბენის "რედსი", რომელიც ახლა 26 ქულით მესამე ადგილზეა, შინ ეთამაშება B ჯგუფის ლიდერს, ჰემილთონის "ჩიფსს".

ახალზელანდიური გუნდი წლეულს ყველაზე უკეთ ასპარეზობს. ჰემილთონელებმა აქამდე ათი შეხვედრა გამართეს და მხოლოდ ერთი წააგეს. სავარაუდოდ, "ჩიფსი" გაწბილებული შინ არც ბრისბენიდან უნდა დაბრუნდეს.

A ჯგუფი
ვორათაზი-ბლუ ბულზი 24:27, მელბურნ რებლზი-კრუსეიდერზი, რედსი-ჩიფსი
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 35 ქულა, 2. ვორათაზი - 27, 3. რედსი - 26, 4. მელბურნ რებზლი - 20, 5. ფორსი - 18.

* * *
B ჯგუფის აუტსაიდერმა ოქლენდის "ბლუზმა" შინ ჩ ჯგუფის აუტსაიდერს იოჰანესბურგის "ლაიონზს" უმასპინძლა და საკამოდ იოლად 25:3 დაამარცხა. მასპინძლებმა მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს, რაზეც მხოლოდ ერთი საჯარიმოთი უპასუხეს.

B ჯგუფში დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. დანიდინის "ჰაილენდერზი", რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა, შინ ეთამაშება ველინგთონის "ჰარიკენზს". "მთიელებს", რომლებიც 34 ქულით მესამე ადგილზე არიან აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებათ.

უიმედოდ არც ველინგთონელები არიან. მართალია, მათ მხოლოდ 30 ქულა აქვთ, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში, პლეი ოფში გასვლის შანსი უჩნდებათ. აქედან გამომდინარე, მატჩი უდავოდ დაძაბული და უშეღავათო გამოვა.

B ჯგუფი
ბლუზი-ლაიონზი 25:3, ჰაილენდერზი-ჰარიკენზი
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფისი - 44 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 37, 3. ჰაილენდერზი - 34, 4. ჰარიკენზი - 30, 5. ბლუზი - 16.

* * *
C ჯგუფში ერთი შეხვედრაა, კეიპთაუნის "სტორმერზი" ერთ-ერთ აუტსაიდერს, ბლუმფონტეინის "ჩიტაზსს" მასპინძლობს. კეიპთაუნელებს აქამდე გამართულ ცხრა მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს და, სავარაუდოდ, არც ბლუმფონტეინელთა ძლევა უნდა გაუჭირდეთ.

სტორმერზელები პრემიალურით გამარჯვების შემთხვევაში ლიდერ "ბლუ ბულზს" დაეწევიან.

C ჯგუფი
სტორმერზი-ჩიტაზი
სატურნირო მდგომარეობა
1. ბლუ ბულზი - 42 ქულა, 2. სტორმერზი - 37, 3. ნატალ შარქსი - 31, 4. ჩიტაზი - 26, 5. ლაიონზი - 10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ze ragbi

xarebi Zalebs ikreben

ze ragbis gaTamaSebis me-12 turi C jgufis lideris, pretoriis "blu bulzisa" da A jgufis meoreadgilosnis, sidneis "voraTazis" dapirispirebiT gaixsna. "lurji xarebi", miuxedavad imisa, rom sakmaod Zlier gundTan stumrad asparezobdnen, SesaniSnavad gaisarjnen da 27:24 moiges.

sidneelebma, rogorc maspinZlebs xSirad sCveviaT, Tavidanve aqtiurad Seuties da pirveli taimi maTi upiratesobiT warimarTa. Tumca Sesvenebaze "voraTazi" mxolod samquliani upiratesobiT wavida - 13:10.

meore naxevarSi pretorielebma TamaSi gaaTanabres, Tumca 77-e wuTamde 24:21 agebdnen. maTi morigi ieriSi maspinZelTa lelos misadgomebTan morkinalTa ramdenime mokle dartymis Semdeg Serkinebis burjma, verner kruxerma daasrula. stumrebma sabolood sami lelos gatana da matCis 27:24 mogeba moaxerxes. "blu bulzis" mgezavma morni steinma sami gardasaxva da ori sajarimo miiTvala (12 qula).

A jgufis erT-erTi autsaideri "melburn reblzi" dRes B jgufis meoreadgilosansa da gaTamaSebis erT-erT favorits qraisTCerCis "kruseiderzs" daupirispirdeba. marTalia, melburnelebi wleuls SarSandelze ukeT asparezoben, magram ara imdenad, rom mrisxane "jvarosnebs" problema Seuqmnan.

avstraliuri gundi sezonis dawyebis win jeimz okonoriTa da dacvis msoflioSi erT-erTi saukeTeso mwvrTneliT, jon magltoniT gaZlierda, romelic manamde saqarTvelos nakrebis mTavari mwvrTnelis asistenti iyo. miuxedavad amisa, "melburn reblzi" jerac ver axerxebs liderTa maraqaSi garevas.

"kruseiderzma", romelic ze ragbis yvelaze titulovani gundia, wlevandeli sezoni cudad daiwyo, Tumca mere nel-nela mdgomareoba gamoaswora. gunds daubrundnen travmirebuli liderebi den karteri da riCi maqoa. amis Semdeg qraisTCerCelebi TamaSs TamaSze igeben.

ze ragbis SarSandeli gamarjvebuli brisbenis "redsi", romelic axla 26 quliT mesame adgilzea, Sin eTamaSeba B jgufis liders, hemilTonis "Cifss". axalzelandiuri gundi wleuls yvelaze ukeT asparezobs. hemilTonelebma aqamde aTi Sexvedra gamarTes da mxolod erTi waages. savaraudod, "Cifsi" gawbilebuli Sin arc brisbenidan unda dabrundes.

A jgufi

voraTazi-blu bulzi 24:27, melburn reblzi-kruseiderzi, redsi-Cifsi

saturniro mdgomareoba

1. brambizi - 35 qula, 2. voraTazi - 27, 3. redsi - 26, 4. melburn rebzli - 20, 5. forsi - 18.

B jgufis autsaiderma oqlendis "bluzma" Sin C jgufis autsaiders iohanesburgis "laionzs" umaspinZla da sakamod iolad 25:3 daamarcxa. maspinZlebma metoqes sami lelo gautanes, razec mxolod erTi sajarimoTi upasuxes.

B jgufSi dRes kidev erTi Sexvedra gaimarTeba. danidinis "hailenderzi", romelic didi xnis ganmavlobaSi liderobda, Sin eTamaSeba velingTonis "harikenzs". "mTielebs", romlebic 34 quliT mesame adgilze arian aucileblad gamarjveba esaWiroebaT.

uimedod arc velingTonelebi arian. marTalia, maT mxolod 30 qula aqvT, magram gamarjvebis SemTxvevaSi, plei ofSi gasvlis Sansi uCndebaT. aqedan gamomdinare, matCi udavod daZabuli da uSeRavaTo gamova.

B jgufi

bluzi-laionzi 25:3, hailenderzi-harikenzi

saturniro mdgomareoba

1. Cifisi - 44 qula, 2. kruseiderzi - 37, 3. hailenderzi - 34, 4. harikenzi - 30, 5. bluzi - 16.

C jgufSi erTi Sexvedraa, keipTaunis "stormerzi" erT-erT autsaiders, blumfonteinis "Citazss" maspinZlobs. keipTaunelebs aqamde gamarTul cxra matCSi mxolod erTi wageba aqvs da, savaraudod, arc blumfonteinelTa Zleva unda gauWirdeT.

stormerzelebi premialuriT gamarjvebis SemTxvevaSi lider "blu bulzs" daewevian.

C jgufi

stormerzi-Citazi

saturniro mdgomareoba

1. blu bulzi - 42 qula, 2. stormerzi - 37, 3. natal Sarqsi - 31, 4. Citazi - 26, 5. laionzi - 10.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული