წინა მე-12 ტურში ველინგტონელებმა სტუმრად დაამარცხა დანიდინიდ "ჰაილენდერზი" და სატურნირო მდგომარეობა იდნავ გაიუმჯობესა. ქომაგებს გაუჩნდა იმედი, რომ მათი სათაყვანებელი გუნდი პლეი ოფში თამაშისთვის ბრძოლის გაგრძელებას შეძლებდა.
თითქოს ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა. A ჯგუფის ლიდერთან თაამაშის საწყისი წუთები, მართალია, წარმატებული ვერ გამოდგა, მაგრამ მასპინძლებმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანეს და შესვენებაზე შვიდქულიანი უპირატესობით წავიდნენ - 20:13.
მეორე ტაიმის 51-ე წუთზე "ჰარიკენზმა" კიდევ ერთი ლელო
მატჩში ყველაზე შედეგიანი "ბრამბიზის" მგეზავი ზაკ ჰოლმსი იყო, რომელმაც ერთი ლელო, ოთხი გარდასახვა და სამი საჯარიმო გაიტანა (22 ქულა).
ამავე ჯგუფში გათამაშების შარშანდელი გამარჯვებული ბრისბენის "რედსი" შინ ჩ ჯგუფის აუტსაიდერ იოჰანესბურგის "ლაიონზს" დაუპირისპირდება. "წითლებმა" სეზონი ცუდად დაიწყეს, თუმცა ბოლო ტურებში თამაშის ხარსიხს აშკარად მოუმატეს.
გამოჯანრთელდა და წლეულს პირველად ითამაშებს ბრისბენელთა მგეზავი ქუადე კუპერი, რომელიც ჯერ კიდევ შარშან, ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშების მესამე ადგილისთვის მტჩში დაშავდა. მის გარეშე "რედსს" ძალიან გაუჭირდა.
მართალია, ბრისბენელები ახლა 31 ქულით მეორე ადგილზე არიან, მაგრამ დიდია ალბათობა იმისა, რომ პლეი ოფში მაინც ვერ გააღწიონ.
A ჯგუფის მესამე შეხვედრაში ერთმანეთს აუტსაიდერები, "პერთის" ფორსი და "მელბურნ რებლზი" დაუპირისპირდებიან. პერთელები მასპინძლები იქნებიან და შანსი აქვთ მელბურნელებთან ჩამორჩენა შეამცირონ.
A ჯგუფი
რედსი-ლაიონზი, ფორსი-მელბურნ რებლზი
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 44 ქულა, 2. რედსი - 31, 3. ვორათაზი - 27, 4. მელბურნ რებლზი - 24, 5. ფორსი - 18.
* * *
საინტერესო იქნება B ჯგუფის მესამეადგილოსნის, დანიდნის "ჰაილენდერზის" მატჩი C ჯგუფის ლიდერთან და გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტთან, პრეტორიის "ბლუ ბულზთან". სამხრეთაფრიკელებმა ავსტრალიურ ტურნეში წარმატებით იასპარეზეს და ახლა, ახალზელანდიელების "რბევის" ჯერია.
დანიდინელებმა სეზონი შესანიშნავად დაიწყეს, მაგრამ ბოლო რამდენიმე ტურია გუნდში რაღაც მოიშალა. სავარაუდოდ, მორნი სტეინი და კომპანია "ოტაგო სთედიუმსაც" თავაწეული დატოვებს.
ამავე ჯგუფში ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი" შინ ეთამაშება აუტსაიდერ ოქლენდის "ბლუზს". "ჯვაროსნებმა" განვლილ ტურში სტუმრად წააგეს ბოლო ხანს მოღონიერებულ "რედსთან" და, სავარაუდოდ, ჯავრს თანამემამულე ოქლენდელებზე იყრიან.
B ჯგუფი
ჰარიკენზი-ბრამბიზი 25:37, ჰაილენდერი-ბლუ ბულზი, კრუსეიდერზი-ბლუზი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 45 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 37, 3. ჰაილენდერზი - 35, 4. ჰარიკენზი - 35, 5. ბლუზი - 16.
* * *
ტურის ცენტრალურ მატჩად თამამად შეიძლება ვაღიაროთ C ჯგუფის მესამეადგილოსნის, კეიპთაუნის "სტორმერზის" საშინაო შეხვდრა A ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერთან, სიდნეის "ვორათაზთან".
სამხრეთაფრიკელებმა აქამდე ათი მატჩი გამართეს და მხოლოდ ერთხელ, ისიც "ბლუ ბულზთან" წააგეს. სავარაუდოდ, კეიპთაუნში მასპინძლები ისევ გაიმარჯვებენ.
ამავე ჯგუფში მესამეადგილოსანი "ნატალ შარქსი" სტუმრად ითამაშებს ბლუმფონტეინის "ჩიტაზთან". "ზვიგენებს" აუცლებლად გამარჯვება სჭირდებათ, რათა პლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნონ.
C ჯგუფი
ჩიტაზი-ნატალ შარქსი, სტორმერზი-ვორათაზი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბლუ ბულზი - 46 ქულა, 2. სტორმერზი - 45, 3. ნატალ შარქსი - 36, 4. ჩიტაზი - 27, 5. ლაიონზი - 14.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"